პრაქტიკული
კვლევის ანგარიში
მშობელთა
ნაკლები ჩართულობით გამოწვეული პრობლემები და მისი გადაჭრის გზები მეხუთე კლასში
მთვარისა
დეისაძე
სსიპ
ქ. ქუთაისის N22 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი უფროსი მასწავლებელი
ქუთაისი,
2019
შესავალი....................................................................................................................4
თავი I
საკვლევი
საკითხის მიმოხილვა
...........................................................................5
1.1. მოკლე
ინფორმაცია სკოლის შესახებ ...........................................................5
1.2. პრობლემა და საკვლევი საკითხი
..................................................................5
1.3. პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები...........................................6
1.4. საკვლევი საკითხის აქტუალურობა...............................................................6
1.5.კვლევის მიზანი...................................................................................................7
1.6. კვლევის ამოცანა.................................................................................................7
თავი II
პრაქტიკული
კვლევის არსი....................................................................................8
თავი III
ლიტერატურის
მიმოხილვა....................................................................................9
თავი IV
მეთოდოლოგია
4.1. კვლევის
სამიზნე ჯგუფი.......................................................................................................................14
4.2. შერჩევა ..............................................................................................................14
4.3. მონაცემების
შეგროვება..................................................................................15
4.4. კვლევის
მონაწილე მხარეები და მათი პასუხისმგებლობები.................17
4.5. კვლევის
ვადები...............................................................................................18
თავიV
5.1. კვლევის შედეგები...........................................................................................20
5.2. ძირითადი
მიგნებები ....................................................................................................................................23
5.3. ინტერვენციები.................................................................................................23
5.4. განხორციელებული
ცვლილებები ...............................................................24
თავი VI
ინტერვენციების
შეფასება.....................................................................................25
თავი VII
რეკომენდაციები, თვითკრიტიკა და რისკფაქტორები
7.1. თვითკრიტიკა
და რისკფაქტორები..............................................................26
7.2. რეკომენდაციები...............................................................................................26
დასკვნა........................................................................................................................27
ბიბლიოგრაფია..........................................................................................................29
დანართი......................................................................................................................30
რეფლექსია კვლევის შედეგების გაზიარების
შესახებ................................................................................................................................37
შესავალი
წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს პრაქტიკული კვლევის ანგარიშს. კვლევა ჩატარდა სსიპ ქალაქ ქუთაისის N 22 საჯარო
სკოლის
V კლასში,
რომელშიც მონაწილეობა მიიღო 11-მა მოსწავლემ, 11-მა მშობელმა, 12-მა პედაგოგმა და სკოლის დირექტორმა. კვლევის
მიზანია მეხუთე კლასში მშობელთა ნაკლები ჩართულობით გამოწვეული პრობლემების მიზეზების დადგენა და მისი გადაჭრის გზების
მოძიება/განხორციელება, მიღებული შედეგების
შეფასება და რეკომენდაციების გაცემა.
კვლევის ფარგლებში გამოყენებულ იქნა კვლევის როგორც თვისებრივი, ისე -
რაოდენობრივი მეთოდები. გამოკითხვის, ფოკუს ჯგუფების, მოსწავლეთა და მშობლების
შევსებული კითხვარების საფუძველზე შემუშავდა შესაბამისი ინტერვენცია. ინტერვენციების
განხორციელების შედეგად მეხუთე კლასში იკლო მშობელთა ნაკლები ჩართულობით
გამოწვეულმა პრობლემებმა, რაც მოსწავლეთა სწავლის ხარისხის ამაღლებაშიც აისახა.
ნაშრომი შედგება შვიდი თავისაგან. I თავში მოცემულია ინფორმაცია სსიპ ქალაქ
ქუთაისის
N22 საჯარო სკოლის
შესახებ.
განხილულია
პრობლემა და საკვლევი საკითხი,
პრობლემის
გამომწვევი სავარაუდო მიზეზები,
კვლევის მიზანი
და კვლევის ამოცანები,
II თავი ეხება პრაქტიკული კვლევის არსს, III თავი ლიტერატურის მიმოხილვას ეთმობა, IV თავში კვლევის დიზაინია განხილული, V თავი ეხება კვლევის საფუძველზე მიღებულ
შედეგების ანალიზს,
ქმედებების/ინტერვენციების შედეგების შეფასებას, VI თავი მოიცავს რეკომენდაციებს, VII თავში გაკეთებულია დასკვნა.
თავი
I.
საკვლევი
საკითხის მიმოხილვა
1.1.მოკლე ინფორმაცია
სკოლის შესახებ
სსიპ ქალაქ ქუთაისის N 22 საჯარო სკოლაში
187 მოსწავლე და 25 მასწავლებელია. მასწავლებლების 90% სრულ განაკვეთზე მუშაობს.
სკოლაში 2 წამყვანი, 18 უფროსი და 5 პრაქტიკოსი მასწავლებელია. მასწავლებლები
პერიოდულად გადიან ტრენინგებს, მათ აქვთ საშუალება ტექნოლოგიების გამოყენებით
ხარისხიანად წარმართონ სწავლა–სწავლების პროცესი.
1.2.
პრობლემა და საკვლევი საკითხი
სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის პრობლემა
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა საგანმანათლებლო სივრცეში. დაკვირვებამ და გამოცდილებამ
დამანახა, რომ მშობელთა გარკვეული ნაწილი პასიური იყო, ნაკლებად ერთვებოდა შვილის საშინაო დავალების მომზადების
პროცესში, სასკოლო ღონისძიებების საორგანიზაციო საკითხებშიც ნაკლებად მონაწილეობდა.
სწორედ
აქედან იყო გამოწვეული პრობლემა. დავიწყე ფიქრი, რა ღონისძიებები, რა აქტივობები შეიძლება შემუშავებულიყო, რაც პრობლემას მოაგვარებდა.
პრობლემა რაშია? რა არის მიზეზი მოსწავლეების
მშობლების პასიურობისა და დაქვეითებული ინტერესებისა შვილის სასკოლო ცხოვრებისადმი? რა გავლენას ახდენს ეს ფაქტორი მოსწავლის
აკადემიურ მიღწევაზე? აი, ის კითხვები, რომელთა მოსაგვარებლად გადავწყვიტე მეხუთე კლასის მოსწავლეებში, მათ მშობლებსა და მასწავლებლებში
განმეხორციელებინა კვლევა.
1.3.
პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები:
✓ ერთ–ერთ სირთულედ შეიძლება განვიხილოთ დროის
ფაქტორი.
მშობლებს
აღარ რჩებათ დრო დაინტერესდნენ შვილის სასკოლო ცხოვრებით;
✓ მშობლებს ურჩევნიათ თავისუფალი დრო ინტერნეტში
სოციალურ ქსელებში დახარჯონ;
✓ მშობლებისთვის მასწავლებლებისა და ფსიქოლოგების
მიერ გამოცდილების გაზიარების ნაკლებობა;
✓ მშობლები არ იცნობენ ლიტერატურას, თუ როგორ დაინტერესდნენ შვილის სასკოლო ცხოვრებისადმი.
1.4. საკვლევი საკითხის აქტუალურობა
საკვლევი საკითხის აქტუალურობის
დასაბუთება შეიძლება იმით, რომ სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის პრობლემა ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი გამოწვევაა საგანმანათლებლო სივრცეში. მშობლებს უჭირთ მოსწავლეების სასწავლო პროცესით დაინტერესება.
ვფიქრობ, კვლევა ღირებული უნდა იყოს
ყველა საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლისთვის, ვინც მშობელთა ნაკლები ჩართულობის პრობლემით
დაინტერესდება.
ამრიგად, ნაშრომი განათლების სისტემაში
დასაქმებულთათვისაა განკუთვნილი. სასურველია, ნაშრომის გაცნობის შემდეგ მკითხველმა
გაანალიზოს საკითხის სიმწვავე, მიაგნოს მშობელთა ნაკლები ჩართულობის პრობლემების გამომწვევ მიზეზებს, მოიძიოს პრობლემის გადაჭრის ოპტიმალური
გზები, რაც რეალურად გააუმჯობესებს სწავლების ხარისხს.
1.5.
კვლევის მიზანი:
კვლევის მიზანია მშობლების პასიურობით, შვილის სასკოლო
ცხოვრებისადმი დაქვეითებული ინტერესებით პრობლემების გამომწვევი მიზეზების დადგენა, პრობლემის გადაჭრის ოპტიმალური
გზების მოძიება/განხორციელება, რაც რეალურად გააუმჯობესებს სწავლების ხარისხს.
1.6.
კვლევის ამოცანა.
1. მასწავლებლების, მშობლების, მოსწავლეების გამოკითხვა.
3. ფოკუს
- ჯგუფების
შექმნა და დისკუსიის გზით პრობლემის გადაჭრის გზების ძიება.
5.
მონაცემების
შეგროვება.
6.
შედეგების
ანალიზი და პრეზენტაცია.
თავი II.
პრაქტიკული
კვლევის არსი
პრაქტიკული კვლევა გულისხმობს თანამშრომლობით კოლექტიურ მიდგომას, მკვლევარებისა და არასპეციალისტების ერთობლივი
ძალისხმევით განხორციელებულ ქმედებას. პრაქტიკულ კვლევაში ჩართული პიროვნებები
ერთ გუნდად ერთიანდებიან,
ერთმანეთს
მოსაზრებებს უზიარებენ,
იღებენ გადაწყვეტილებებს
და სასურველ შედეგსაც აღწევენ.
კვლევაში მონაწილე რესპოდენტთა რაოდენობა:
1. სსიპ ქალაქ ქუთაისის N22 საჯარო სკოლის მეხუთე კლასის 11 მოსწავლე ( გოგონა – 4, ვაჟი – 7).
2. სსიპ ქალაქ ქუთაისისN 22 საჯარო სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლეთა 11 მშობელი.
3. სსიპ ქალაქ ქუთაისის
N 22 საჯარო სკოლის
12 მასწავლებელი.
4. სსიპ ქალაქ ქუთაისის
N 22 საჯარო სკოლის
დირექტორი.
სულ – 35 რესპოდენტი.
თავი
III
ლიტერატურის
მიმოხილვა
ზოგიერთი
მკვლევარი თვლის, რომ მასწავლებლისა და მშობლის თანამშრომლობითი ხასიათი, რომელიც ზეგავლენას
ახდენს მოსწავლეთა სწავლებაზე, შეიძლება შეიცვალოს ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით.
არსებობს მონაცემები, რომლის თანახმად დადებითი დამოკიდებულებები დაკავშირებულია არა
მარტო კარგ აკადემიურ და სოციალურ შედეგებთან, არამედ ეს ყველაფერი მოსწავლეთა მომავალი
მეცნიერული მიღწევების „წინასწარმეტყველებაა“.
მასწავლებლებთან
და მშობლებთან პოზიტიური დამოკიდებულებები იცვლება ბავშვების ზრდასთან ერთად. დაწყებითი
საფეხურის მოსწავლეები მეტად არიან ორიენტირებულნი თანატოლებზე და ემოციურად არიან
დაკავშირებულნი მასწავლებლებთან. ამიტომ დამიკიდებულებები ხდება უკვე ფორმალური, შემფასებლური
და შედარებით ემოციური. ამ ცვლილებებმა შეიძლება გამოიწვიოს ნეგატიური დამოკიდებულება
სწავლის მიმართ, ვინაიდან, შეფასებითი ხასიათის დამოკიდებულება სკოლაში არ შეესაბამება
რელაციურ მოთხოვნებს. ეს ეხება განსაკუთრებით იმ მოსწავლეებს, რომლებსაც აქვთ შინაგანი
მოტივაციის უფრო დაბალი დონე. ამ შემთხვევაში მასწავლებელსა და მოსწავლეს, მშობელსა
და მოსწავლეს, ან მასწავლებელსა და მშობელს შორის უარყოფითმა დამოკიდებულებამ შესაძლოა
გაამწვავოს სიტუაცია. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები
მოსწავლეებთან დამოკიდებულებას ახასიათებენ სიყვარულით, პატივისცემით, ემოციებს კი
განიხილავენ როგორც „არასაჭიროს“, „შემოჭრითს“
კლასის ურთიერთობებში.
მკვლევარების
აზრით, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისათვის
მხარდაჭერის წყაროს წარმოადგენს არა მარტო მასწავლებელი, არამედ მშობლებიც და თანატოლებიც.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მასწავლებლის თანამშრომლობა იმ მოსწავლესთან, რომელსაც
აქვს მშობლის მხარდაჭერის ნაკლები იმედი.
მოსწავლის
სწავლაზე თანამშრომლობითი ზეგავლენის შესახებ მსჯელობისას, მნიშვნელოვანია ყურადღება
მივაქციოთ მოსწავლეთა გენდერულ სხვაობებს. კვლევების თანახმად გოგონებს უფრო ახლო დამოკიდებულება
აქვთ მასწავლებლებთან და დედებთან, ვიდრე ვაჟებს. მათ იშვიათად აქვთ ქცევასთან დაკავშრებული
კონფლიქტები. კლასში ვაჟებს ახასიათებთ დომინირებისა და აგრესიის გამოხატულება, რაც
აიხსნება ტრადიციული წარმოდგენით მასკულინობის შესახებ. ამასთან დაწყებითი საფეხურის
ვაჟებს აკადემიური მოსწრების შედარებით დაბალი მაჩვენებელი აქვთ. მოსწავლის მასწავლებელთან
პოზიტიურმა დამოკიდებულებამ შეიძლება თავიდან
აირიდოს ზოგიერთი ნეგატიური შედეგი, რომელიც უკავშირდება დაბალ თვითშეფასებას,
სიჯიუტეს, უნდობლობას, სოციალურ-ეკონომიურ მდგომარეობას და სხვ. მკვლევარების აზრით,
განსაკუთრებით საყურადღებოა მასწავლებელი-მოსწავლის
თანამშრომლობის გავლენა სასწავლო მოტივაციის ჩამოყალიბებაში. გამოკითხვის შედეგად ის
მოსწავლეები, რომლებიც მასწავლებელთან თავიანთ ურთიერთობას დადებითად მიიჩნევენ, აქტიურად
არიან ჩართულნი სასკოლო ცხოვრებაში და მოსწრების მაღალი დონე აქვთ. შეიძლება დავასკვნათ,
რომ მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობები არის მძლავრი მოტივაციური ფაქტორი, რომელიც
არა მხოლოდ მოსწავლეთა აქტუალურ მიღწევებზე მოქმედებს, არამედ ეხმარება მოსწავლეებს
დარწმუნდნენ იმაში, რომ მათი ნიჭი და ძალისხმევა განსაზღვრავს მოსწავლის მიღწევებს
მომავალში.
მასწავლებელი
პროფესიულად მუდმივად უნდა ვითარდებოდეს, სკოლაში განათლების ხარისხის ამაღლების მიზნით
განათლების სისტემამ მასწავლებელი უნდა უზრუნველყოს ეფექტური მომზადებით.
კვლევებით
დასტურდება, რომ მასწავლებლისა და მშობლების ურთიერთობა მოსწავლეებთან ძალიან ფაქიზი და მრავალი
მნიშვნელოვანი ნიუანსებისგან შედგება. თუმცა უპირველესად განისაზღვრება, მისი პიროვნებით,
ზნეობრივი თვისებებით, ბავშვების სიყვარულით, მდიდარი სულიერი სამყაროთი. ხშირია
შემთხვევები, როცა პედაგოგებს მოსწონთ ის მოსწავლეები, რომლებმაც იციან მუშაობა, ყურადღებიანი და მოწესრიგებული, თავაზიანები არიან და კარგად გამოიყურებიან. ვის მხარესაც არ უნდა იყოს მასწავლებლის სიმპათია-ანტიპათიები, მათი გამჟღავნება არ შეიძლება, თუ არ არსებობს სერიოზული საგანმანათლებლო, ეთიკური ან პროფესიონალური მიზეზი. მაგალითად, პედაგოგმა მოსწავლისაგან უნდა მოითხოვოს სამუშაოს ხარისხის გაუმჯობესება. მხოლოდ ერთი ან რამოდენიმე მასწავლებელი ცდილობს ტრენინგებზე
შესწავლილის დანერგვას, რომ თანამშრომლობითი გარემო შეცვალონ უკეთესობისაკენ. მოსწავლეთა
აკადემიური შედეგების გაუმჯობესების მიზნით პედაგოგებმა უნდა შექმნან მხარდამჭერი ჯგუფები,
როგორც მოსწავლეებთან, კოლეგებთან, ასევე მშობლებთან/მეურვესთან.
ნაშრომში
მოყვანილია მაგალითები, სადაც რესპოდენტები აღწერენ სწავლის პროცესს, როგორც მიმზიდველს,
საინტერესოს, ნაკლებად დაძაბულს სწორედ იმ მასწავლებლებთან, რომლებთანაც იყვნენ მეგობრულები
და „გახსნილები“. ერთ-ერთი რესპოდენტი ამბობს: „ინგლისურში მაქვს 10 ქულა. მასწავლებელი
მაქებს და მახალისებს“. მეორე რესპოდეტი ამბობს: „მათემატიკის მასწავლებელი იყენებს
სწავლების თანამედროვე მეთოდებს. ის მეგობარს უფრო ჰგავს, ვიდრე მასწავლებელს. ის ზრუნავს
თითოეულ მოსწავლეზე“. სხვა რესპოდენტმა კი ხაზი გაუსვა, რომ პედაგოგის გაკვეთილი მოსაბეზრებელია,
უინტერესოა, ამიტომ მასწავლებელმა უნდა ეცადოს გაკვეთილი გახადოს მიმზიდველი, ჩართული,
ყველასათვის გასაგები, ამიტომ ის უნდა ფლობდეს სწავლების თანამედროვე მიდგომებს.
მკვლევრებმა
თანამშრომლობის რამდენიმე ასპექტი გამოყვეს. პირველი ის, რომ მასწავლებლებს განათლებასთან
დაკავშირებულ საკითხებზე აქვთ დიალოგი კოლეგებთან; მეორე ის, რომ კოლეგები აკვირდებიან
ერთმანეთის პრაქტიკას, აძლევენ უკუკავშირს, ერთად გეგმავენ, გუნდურად თანამშრომლობენ
მშობლებთან და მოსწავლეებთან; მესამე, სკოლის/ბაღის გაძლიერებისთვის გააზრებული აქვთ
ერთობლივი პასუხისმგებლობა; მეოთხე, დათმობილი აქვს ყურადღება ბავშვის უფლებებსა და
მრავალფეროვნების პატივისცემაზე დაფუძნებულ ხედვისა და ღირებულებების ჩამოყალიბებას.
გამოკვლევების შედეგად გამოვლენილი იქნა მნიშვნელოვანი
კავშირი მასწავლებელის პიროვნულ მახასიათებლებს, რომლებიც ემოციურ სფეროსთან არის დაკავშირებული
(თანაგრძნობა, სითბო), ასევე პროფესიული მოღვაწეობის სფეროსა (სწავლისადმი მოტივაცია,
მოსწავლეთა სააზროვნო უნარების სტიმულირება) და მოსწავლეთა კოგნიტურ შედეგებს შორის.
ნაშრომში ასევე საუბარია იმაზეც, რომ მასწავლებლის
ქცევა „კარგი“ და „ცუდი“ მოსწრების მოსწავლეების მიმართ განსხვავდება. პედაგოგს სწავლის
პროცესში ძირითადად ის მოსწავლეები ყავს ჩართული, რომელთა პოტენციალი მაღალია, მათ
მიმართ მასწავლებელი კეთილგანწყობილია, ასეთი მოსწავლეების მიმართ სვამენ რთულ და სერიოზულ
ამოცანებს, უსახავენ მიზნებს, უფრო ხშირად იძახებენ მათ და მეტ დროს აძლევენ პასუხის
მოსაფიქრებლად. მასწავლებლები ნაკლებად მომთხოვნები არიან დაბალი აკადემიური მოსწრების
მოსწავლეების მიმართ, აქცევენ მათ ნაკლებ ყურადღებას, არ აძლევენ რთულ დავალებებს,
რის გამოც ისინი გაკვეთილის პროცესში პასიურობენ. მოსწავლეები ფიქრობენ, რომ მათი სუსტი
შედეგები არასაკმარისი ნიჭით და უნარებით არის გამოწვეული, რაც უფრო მეტად ამწვავებს
სიტუაციას. მასწავლებელს უნდა ჰქონდეს სათანადო უნარები მოსწავლეების მიმართ, რომელიც
გამოიხატება ღიმილში, მათ დაინტერესებაში, წახალისებაში და მოსწავლის უნარის აღმოჩენასა
და განვითარებაში. აქედან გამომდინარეობს ის, რომ მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის
დამოკიდებულება ახდენს გავლენას შეფასების პროცესზე.
მასწავლებელი მუდმივად უნდა ცდილობდეს შექმნას პოზიტიური,
თანამშრომლობითი საკლასო გარემო, რომელშიც ყველა შესაძლებლობის მოსწავლე მოახდენს საკუთარი
ცოდნისა და უნარების რეალიზებას და თანაბრად ითანამშრომლოს ყველა მშობელთან.
თავი
IV.
კვლევის დიზაინი
მეთოდოლოგია
4.1. კვლევის
სამიზნე ჯგუფი:
1. მეხუთეკლასის მოსწავლეები.
2. მეხუთე კლასის მოსწავლეთა მშობლები.
3. მეხუთე კლასში შემსვლელი პედაგოგები.
4. სკოლის დირექტორი
4.2. შერჩევა
კვლევაში
გამოყებული იქნა შერჩევის ორი ტიპი:
სრული შერჩევა-საკვლევი პრობლემის შესასწავლად დავგეგმე
გამოკითხვის ჩატარება კითხვების საშუალებით, რომელიც განკუთვნილი იყო პედაგოგებისა, მოსწავლეებისა და მათი მშობლებისათვის.
მიზნობრივი
შერჩევა - კვლევის ფარგლებში ეს შერჩევა გამოვიყენე
ინტერვიუს დროს
,რომელიც განვახორციელე
მშობლებთან და კოლეგებთან.
4.3.
მონაცემების შეგროვება
მონაცემთა შეგროვება განხორციელდა შემდეგი მეთოდების გამოყენებით:
გამოკითხვა – აღნიშნულ
მეთოდს მივმართე, რათა პასუხი მიმეღო კითხვებზე: რა ღირებულება აქვს ამოცანის პირობის გააზრებას? რაში ეხმარებათ
მოსწავლეებს
ეს გააზრება?
ანკეტირება – მივმართე
ანკეტირებას. კითხვარები მომზადდა მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისა და მათი მშობლებისათვის,
ასევე კითხვები იყო დახურული, ღია და ანონიმური, რადგან ამ დროს რესპოდენტი არ იზღუდება,
პასუხის გაცემის დროს გულწრფელია და შესაბამისად, მის მიერ გაცემული პასუხები ზუსტი
და სანდოა.
ინტერვიუ –ინტერვიუ
განხორციელდა დირექტორთან, რადგან მას გამოცდილება აქვს ამ კუთხით, წლების მანძილზე
ასწავლიდა დაწყებით კლასებს.
ფოკუსჯგუფები – ამ მეთოდის გამოყენების
შედეგად მიღებული თვისებრივი ინფორმაცია ამდიდრებს რაოდენობრივ შედეგებს. აღსანიშნავია, აგრეთვე ისიც, რომ ფართო გამოკითხვებთან შედარებით ფოკუს-ჯგუფების ჩატარება ნაკლებ დროს მოითხოვს.
ფოკუსირებული დაკვირვება – ეს მეთოდი
გამოვიყენე ეფექტური უკუკავშირის კრიტერიუმებზე დაყრდნობით მოწავლეების შედეგებზე დასაკვირვებლად.
მეორადი მონაცემების ანალიზი – ეს მეთოდი
მეორადი მონაცემების დამუშავებისთვის გამოვიყენე.
ამრიგად, მონაცემთა
შეგროვება განხორციელდა შემდეგი მეთოდების გამოყენებით:
ჩაღრმავებული ინტერვიუ
(დანართიN1) - ჩაღრმავებული ინტერვიუ განხორციელდა დირექტორთან, რამაც საშუალება მოგვცა ინფორმაცია
მოგვეპოვებინა და პასუხი გაგვეცა შემდეგ კითხვებზე:
1.
თავადაც
აწყდებოდა თუ არა მშობელთა ჩართულობით გამოწვეულ პრობლემებს?
2.
როგორ
ახერხებდა ამ პრობლემის მოგვარებას?
3.
როგორია
ჩვენს სკოლაში მასწავლებლების მხრიდან დამოკიდებულება მშობლების მიმართ?
4.
ახერხებენ
თუ არა მასწავლებლები მსობლების ჩართვას სასკოლო ცხოვრებასი? თუ ვერ ახერხებენ, რა
შემაფერხებელი ფაქტორები შეიძლება არსებობდეს? ეხმარება თუ არა დირექტორი
მასწავლებლებს ამ პრობლემის მოგვარებაში?
5.
გამოხატავენ
თუ არა მასწავლებლები უკმაყოფილებას მშობლებთან თანამშრომლობის ნაკლებობაზე?
6.
იმისათვის,
რომ სკოლაში გაუმჯობესდეს თანამშრომლობის კულტურა, რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა
გადაიდგას?
ფოკუსჯგუფი (დანართი N2) - ფოკუსჯგუფის
საშუალებით ჩამოვაყალიბეთ კითხვარი, რომელიც განკუთვნილია დაწყებითი
კლასების კათედრის წევრებისთვის.
კითხვები
კათედრის წევრებს:
1.
აზიარებთ
თუ არა საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას კათედრაზე?
2.
კათედრაზე
განიხილავთ თუ არა პრობლემას თქვენი პედაგოგიური პრაქტიკიდან?
3.
გეხმარებიან
თუ არა კათედრის წევრების პრობლემის აღმოსაფხვრელი გზების ძიებაში?
4.
მშობელთა
ჩართულობით გამოწვეულ პრობლემებს თავად როგორ აგვარებთ?
5.
განიხილავთ
თუ არა მშობლებთან პროფესიულ ლიტერატურას?
ანონიმური ანკეტური
გამოკითხვა დახურული და ღია კითხვების საშუალებით (დანართი N2, N3 და N4) - აღნიშნულ
მეთოდს მივმართე, რათა მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლებისაგან პასუხი
მიმეღო მნიშვნელოვან კითხვებზე.
4. 4. კვლევის მონაწილე მხარეები და მათი
პასუხისმგებლობები
პედაგოგები, დირექტორი, მოსწავლეები, მშობლები.
o კვლევის ინსტრუმენტების შემუშავება
o გამოკითხვა
o გამოკითხვის შედეგების ანალიზი
o ინტერვენციის დაგეგმვა
o ინტერვენციის შედეგების ანალიზი
o ინტერვენციათა ვადების დაცვა
o შედეგების გაცნობა
4.5. კვლევის ვადები
აქტივობა
|
იანვარი
|
თებერვალი
|
მარტი
|
აპრილი
|
პრობლემისშერჩევა
|
✓
|
|||
კვლევისსავარაუდოგეგმისშემუშავება
|
✓
|
|||
ინტერვიუპედაგოგებთანდამოსწავლეებთან
|
✓
|
|||
მეორადიმონაცემებისშეგროვება
|
✓
|
|||
მეორადიმონაცემებისანალიზი
|
✓
|
|||
კითხვარებისშედგენა, დამუშავება
|
✓
|
|||
გამოკითხვა/ანკეტირება
|
✓
|
|||
მიღებულიშედეგებისანალიზი
|
✓
|
|||
სავარაუდოინტერვენციებისგანხილვა
|
✓
|
|||
ინტერვენციისგანხორციელება
|
✓
|
|||
ინტერვენციისშედეგებისანალიზი
|
✓
|
|||
პრეზენტაციასაბუნებისმეტყველოკათედრასთან, შედეგებისგაცნობა
|
✓
|
თავი
V
კვლევის შედეგები
5.1. გამოკითხვის შედეგები და ანალიზი:
მასწავლებელთა გამოკითხვის მიზანი იყო დაგვედგინა, თუ როგორ წარმოუდგენიათ აღნიშნული პრობლემის მოგვარების
გზები.
კითხვების ანალიზის შემდეგ გამოიკვეთა მშობელთა საინტერესო
ტენდენციებიც.
გამოკითხული მშობლების 85% არ ერთვება მოსწავლის
სასკოლო ცხოვრებაში. ამას მხოლოდ მშობელთა 15% პროცენტი ახერხებს.
გამოკითხვის შედეგად შდავალებას ხალისით, მონდომებით ასრულებს მოსწავლეთა 30%, იძულებულია ან არ ასრულებს 70%.
გამოკითხვის შედეგად საშინაო დავალების გააზრებაში
შვილებს ყოველთვის ეხმარება 2 მშობელი, ხშირად -
2, იშვიათად - 3 და არასოდეს - 4 მშობელი.
მოსწავლეთა გამოკითხვის შედეგად მშობლების დახმარების გარეშე დავალებას საერთოდ
ვერ ასრულებს 5 მოსწავლე, მცირეოდენი მითითება სჭირდება 5 მოსწავლეს, სრულიად დამოუკიდებლად
მხოლოდ 1 მოსწავლე ასრულებს.
ფოკუსირებული დაკვირვება
კათედრის სხდომაზე– ეფექტური უკუკავშირის კრიტერიუმებზე დაყრდნობით
დავაკვირდი კათედრის სხდომებს.
მეორადი მონაცემების ანალიზი – კათედრის მუშაობის გასაცნობად
შევაგროვე სხდომის ოქმები, რათა დამედგინა რა საკითხები განიხილებოდა სხდომებზე.
კათედრებზე ფოკუსირებული დაკვირვებისას გამოიკვეთა, რომ მასწავლებლები
ნაკლებად აცნობიერებენ
თუ რა დატვირთვა აქვს სკოლაში თანამშრომლობით პრობლემის გადაწყვეტას.
5.2. ძირითადი მიგნებები
მონაცემთა ანალიზისას გამოიკვეთა რამდენიმე
მნიშვნელოვანი მიგნება:
Ø მასწავლებლებს
ბოლომდე არა აქვთ გააზრებული თანამშრომლობის მნიშვნელობა პრობლემის
გადაწყვეტილების დროს;
Ø დროის
ფაქტორი. მშობლები დაკავებული არიან სამსახურით,
საოჯახო საქმეებით, ვერ იცლიან შვილის სასკოლო ცხოვრებაში ჩასართველად;
Ø მშობლები
არ იცნობენ შესაბამის ლიტერატურას.
5.3. ინტერვენციები
კვლევის პროცესში ინფორმაციის და მონაცემების
ანალიზის საფუძველზე, შემუშავდა სავარაუდო ინტერვენციის 4 ვარიანტი:
1.
მშობლებთან
სამუშაო შეხვედრა თემაზე: ,,როგორ უნდა ჩაერთონ მშობლები შვილის სასკოლო ცხოვრებაში;“
2.
მშობლებისთვის
შესაბამისი პროფესიული ლიტერატურის გაცნობა;
3.
სხვადასხვა
ღონისძიების (ექსკურსია, ლაშქრობა, მუზეუმი, თეატრი, კინო და ა. შ.) დაგეგმვა მშობლებთან
ერთად;
4.
ფილმის
განხილვა მშობლებთან ერთად;
5.
სამუშაო
შეხვედრები მასწავლებლებთან გამოცდილების გაზიარების მიზნით.
5.4. განხორციელებული
ცვლილებები
შეირჩა და განხორციელდა შემდეგი ცვლილებები:
1.
მშობლებთან
შეხვედრა თემაზე: ,,როგორ უნდა ჩაერთონ მშობლები შვილის სასკოლო ცხოვრებაში;“ - შეხვედრაზე
დეტალურად ისაუბრეს პრობლემებზე. გაიცა რეკომენდაციები.
2.
მშობლებს
ამ თემაზე ჩემ მიერ წინასწარ დამუშავებული პროფესიული ლიტერატურა გავაცანი;
3.
მშობლებთან
ერთად დავგეგმე შემდეგი ღონისძიებები: ლაშქრობა მოწამეთაში, ექსკურსია ნოდარ დუმბაძის
სახლ-მუზეუმში, დასწრება სპექტაკლზე: ,,სათაგური,“ დასწრება ფილმზე: ,,ოზი და ჯადოქარი,“
რომელიც ეხება შვილებისა და მშობლების ურთიერთობებს;
4.
მშობლებთან
ერთად განვიხილე ნანახი ფილმი ,,ოზი და ჯადოქარი,“ ვიმსჯელეთ ფილმში წამოჭრილ პრობლემებზე
და ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე;
5.
სამუშაო
შეხვედრები თემაზე: ,,როგორ ჩავრთოთ მშობლები სასკოლო ცხიოვრებაში.“ შეხვედრა შედგა
სამჯერ.
თავი
VI.
ინტერვენციის შეფასება
შეფასების მიზანს წარმოადგენს, გამეგო:
➢ რამდენად ეფექტური აღმოჩნდა კვლევის მიერ
შემუშავებული ღონისძიებები?
იქონია თუ არა გავლენა პედაგოგის მუშაობამ მშობელთა ჩართულობაზე? გატარებული ინტერვენციის შესაფასებლად განვახორციელე
ფოკუსირებული დაკვირვება.
მშობლების დამოკიდებულებების დასადგენად ჩავატარე ფოკუს ჯგუფი მათთან, სადაც გაირკვა, რომ მშობლებს ამჯერად მეტი ინფორმაცია აქვთ
შვილებთან დაკავშირებით.
ჩავატარე ინტერვენცია მშობლებს
შორის.
თავი VII
რეკომენდაციები, თვითკრიტიკა და რისკფაქტორები
7.1. თვითკრიტიკა და რისკფაქტორები
კვლევის პროცესში თავი იჩინა სხვადასხვა პრობლემამ:
მშობლები და მოსწავლეები გულგრილად მოეკიდნენ დარიგებული
კითხვარების შევსებას. მათ დირექციისა და მასწავლებლების საამებლად უფრო შეავსეს კითხვარები,
ვიდრე კვლევისთვის საჭირო რეალური სურათის შესაქმნელად. ამიტომ, ვთვლი, რომ მასწავლებლებისთვის,
მოსწავლეებისა და მშობლებისთვის უფრო კარგად უნდა განმემარტა, თუ რა მიზანს ემსახურებოდა
კითხვარის შევსება.
7.2. რეკომენდაციები
პირველადი კვლევების, ინტერვენციებისა და მეორადი დაკვირვების შედეგად შემუშავდა
შემდეგი სახის რეკომენდაციები:
Ø რეკომენდირებულია, თუ აღნიშნული საკითხის კვლევას გააგრძელებენ
სხვა მასწავლებლებიც, რომ უფრო ნათლად დავინახოთ გარკვეული დროის შემდეგ ეს ყველაფერი
როგორ ასახვას ჰპოვებს სასწავლო პროცესსა და მოსწავლეთა აკადემიურ შედეგებზე;
Ø რაც შეიძლება ხშირად შედგეს შეხვედრები მშობლებთან სხვადასხვა თემაზე.
Ø თანამშრომლობა პედაგოგებსა და მშობლებს
შორის
(შემუშავდეს
მასწავლებლებსა და მშობლებს შორის რეგულარული სამუშაო შეხვედრების გრაფიკი.).
დასკვნა
სკოლაში განხორციელებული კვლევის
მიზანი იყო
მშობლების პასიურობით, შვილის სასკოლო ცხოვრებისადმი
დაქვეითებული ინტერესებით პრობლემების გამომწვევი მიზეზების დადგენა, პრობლემის გადაჭრის ოპტიმალური
გზების მოძიება/განხორციელება, რაც რეალურად გააუმჯობესებს სწავლების ხარისხს.
კვლევის
ფარგლებში გამოყენებულ იქნა კვლევის როგორც თვისებრივი, ისე - რაოდენობრივი
მეთოდები. კვლევა მოიცავდა პრობლემის შესწავლის, ინტერვენციების
დაგეგმვა-განხორციელებისა, მეორადი კვლევებისა და დასკვნების, შეფასების ეტაპებს.
შეიძლება ითქვას, რომ პრობლემის
გამომწვევი სავარაუდო მიზეზები შეიძლება ყოფილიყო:
✓ ერთ–ერთ სირთულედ შეიძლება განვიხილოთ დროის
ფაქტორი.
მშობლებს
აღარ რჩებათ დრო დაინტერესდნენ შვილის სასკოლო ცხოვრებით;
✓ მშობლებს ურჩევნიათ თავისუფალი დრო ინტერნეტში
სოციალურ ქსელებში დახარჯონ;
✓ მშობლებისთვის მასწავლებლებისა და ფსიქოლოგების
მიერ გამოცდილების გაზიარების ნაკლებობა;
✓ მშობლები არ იცნობენ ლიტერატურას, თუ როგორ დაინტერესდნენ შვილის სასკოლო ცხოვრებისადმი.
აღნიშნული პრობლემების
აღმოსაფხვრელად გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები. გატარებული ინტერვენციების შეფასებისას
აღმოჩნდა, რომ მათი უმრავლესობა ეფექტური იყო. ინტერვენციების
განხორციელების შედეგად გამოვლინდა მასწავლებელსა და მშობელს შორის თანამშრომლობის ეფექტურობა, რაც მშობელთა ჩართულობაზეც აისახა. კვლევის
განმავლობაში მიღებულ შედეგებზე და მიგნებებზე დაყრდნობით შემუშავდა
რეკომენდაციები.
კვლევის მიზანს წარმოადგენდა სასწავლო პროცესის
ხარისხის ამაღლება.
კვლევის შედეგად
გამოიკვეთა:
1. მშობლებთან შეხვედრები ხელს უწყობს მშობელთა ჩართულობას
სასწავლო პროცესში და მოსწავლე უკეთ სწავლობს;
2. პედაგოგები თვლიან, რომ ასეთი
შეხვედრები ეფექტური საშუალებაა მოსწავლეთა ცოდნის დონის ასამაღლებლად, რადგან ის ხელს უწყობს ესგ-თი გათვალისწინებული
სასწავლო მიზნების შესაბამისად შედეგებზე გასვლას;
3.
მასწავლებლის, მშობლისა და მოსწავლის ურთიერთობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია სასწავლო პროცესის
სრულყოფისათვის.
ბიბლიოგრაფია
1. აბულაძე, ირინა 2014.6.02. სტრატეგიები მშობელთა ჩართულობის ასამაღლებლად ჟურნალი
„მასწავლებელი“ - http://mastsavlebeli.ge/?p=2113
2.
გორგოძე, სალომე
2018.17.01. სკოლა და
მშობლები ჟურნალი „განათლება“
- http://liberali.ge/articles/view/33707/skola-damshoblebi?fb_comment_id=1759108297496630_1767903396617120#faf4f1336302ec
3.
გორგოძე, სალომე
26.10.2016 სასკოლო ცხოვრება
და მშობლები „განათლება“ -
http://liberali.ge/articles/view/25520/saskolo-tskhovreba-da-mshoblebi
4. ჯანელიძე,
ანა. 2018. პროფესიული სწავლის თემი თბილისი:
მასწავლებელი N5, 40-43.
5. ჯანელიძე, ანა. 2017.13.10 მშობელთა ჩართულობა ჩვენთან თუ ჩვენს წინააღმდეგ? ჟურნალი ,,მასწავლებელი“ http://mastsavlebeli.ge/?p=15796
დანართები:
დანართი N1
ჩაღრმავებული ინტერვიუ დირექტორთან, რამაც საშუალება მოგვცა ინფორმაცია
მოგვეპოვებინა და პასუხი გაგვეცა შემდეგ კითხვებზე:
1.
როგორია
ჩვენს სკოლაში მასწავლებლების დამოკიდებულება მშობლების მიმართ?
2.
ეხმარება
თუ არა დირექტორი მასწავლებლებს მშობლებთან შეხვედრების მოწყობაში?
3.
გამოხატავენ
თუ არა მასწავლებლები უკმაყოფილებას მშობლებთან თანამშრომლობის ნაკლებობაზე?
4.
იმისათვის,
რომ სკოლაში გაუმჯობესდეს თანამშრომლობის კულტურა, რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა
გადაიდგას?
დანართი
N2
კითხვარი მეხუთე კლასის მოსწავლეთა მშობლებისათვის
მოგესალმებით!
ვატარებ პრაქტიკულ
კვლევას. თქვენი,
როგორც მშობლის
მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია პროექტის წარმატებისათვის. თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია. არაა სავალდებულო კითხვარზე სახელისა და
გვარის მითითება.
- შემოხაზეთ შესაბამისი სქესის სიმბოლო:
o
მდედრობითი
o
მამრობითი
- საჭიროზე მეტ დროს ანდომებს თუ არა თქვენი შვილი
პრაქტიკული დავალების შესრულებას?
o
დიახ
o
არა
- ხალისით ასრულებს თუ არა თქვენი შვილი სამუშაოს?
o
დიახ
o
არა
- სკოლიდან შინ დაბრუნებულმა
შვილმა გითხრათ, რომ დასამზადებელი აქვს მოდელი, როგორ იქცევით ამ დროს?
o ეხმარებით
o ურჩევთსამუშაოდამოუკიდებლადშეასრულოს
o თქვენიმეთვალყურეობისქვეშასრულებს, საჭიროებისშემთხვევაშიეხმარებით
4.
ეხმარებით თუ არა დავალების შესრულებაში?
o ყოველთვის
o ხშირად
o იშვიათად
o არასდროს
დანართი N 3
ანკეტა მასწავლებლებისთვის
მოგესალმებით!
ვატარებ პრაქტიკულ კვლევას მოსწავლისათვის
მიცემული პრაქტიკული დავალების შეუსრულებლობით გამოწვეული პრობლემის გასაუმჯობესებლად. თქვენი, როგორც მასწავლებლის მონაწილეობა ძალიან
მნიშვნელოვანია პროექტის წარმატებისათვის. თქვე გან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია.
1. ხალისით იღებენ თუ არა მოსწავლეები თქვენ
მიერ მიცემულ დავალებებს?
1.
დიახ
2.
არა
2. პრაქტიკული სამუშაოს შესრულების დროს აძლევთ
თუ არა მოსწავლეებს დავალების შესასრულებელ ინსტრუქციას?
1.
არასოდეს
ვაძლევ ინსტრუქციას
2.
ყოველთვის
ვაძლევ ინსტრუქციას
3.
ზოგჯერ ვაძლევ
ინსტრუქციას
3. აფასებთ თუ არა პრაქტიკულ დავალებას?
o არასოდეს ვასწორებ
o ყოველთვის ვასწორებ
o ზოგჯერ ვასწორებ
4.
უჭირთ თუ არა მოსწავლეებს პირობის გაგება?
o დიახ
o არა
5.
6. გამოთქვით თქვენი მოსაზრება ამ თემასთან
დაკავშირებით.
(ჩემთვის თქვენი
აზრი მნიშვნელოვანია).
დანართი 4
ანკეტა მეორე კლასის მოსწავლეებისთვის
მოგესალმებით! ვატარებ პრაქტიკულ კვლევას თქვენი, როგორც მოსწავლის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია პროექტის წარმატებისათვის. თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია. არაა სავალდებულო კითხვარზე სახელისა და გვარის მითითება.
1. ჩემი დღის რეჟიმს ადგენს?
ა)
ოჯახი ბ)
დედა გ) მე
2. პრაქტიკულად შესასრულებელ დავალებებს...
ა)
ვერ ვასრულებ
მშობლების დახმარების გარეშე
ბ) ვასრულებ სრულიად დამოუკიდებლად
გ) მჭირდება მცირეოდენი მითითებები
4. მშობლები დავალებებს ახლიდან მიხსნიან იმიტომ, რომ...
ა)
მასწავლებელი
ზოგჯერ არ გვაძლევს მკაფიო ინსტრუქციებს
ბ)
ხანდახან
გაკვეთილზე უყურადღებოდ ვარ
გ)
სამუშაო რთულია
და მიჭირს გააზრება
დ)
დავალების
ახლიდან ახსნა არ მჭირდება
5. რამდენად უნდა ჩაერიოს მშობელი ჩემს დავალებებში?
ა)
გადადოს ყველა
საქმე,
დაჯდეს ჩემს
გვერდით და თვალყური ადევნოს ჩემი თვალსაჩინოების მომზადებას .
ბ)
რაც ნაკლებად
ჩაერევა,
მით მეტ დამოუკიდებლობას
მიმაჩვევს.
გ)
უნდა დამეხმაროს
მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.
რეფლექსია
კვლევის შედეგების გაზიარების შესახებ
სსიპ - ქ. ქუთაისის N 22 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების უფროსი მასწავლებლის, მთვარისა დეისაძის მიერ განხორციელდა ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულების საჭიროების კვლევა ,,მშობელთა
ნაკლები ჩართულობით გამოწვეული პრობლემები და მისი გადაჭრის გზები მეხუთე კლასში.
კვლევის მიზანი იყო მიზეზების დადგენა, შესაბამისი
ინტერვენციების დაგეგმვა, განხორციელება, მიღებული შედეგების შეფასება და რეკომენდაციების
გაცემა.
კვლევის ანგარიში აუდიტორიას წარედგინა პრეზენტაციის სახით.
ბუნებრივია, აღარ დამჭირდა საკითხის
აქტუალობის მტკიცება და უშუალოდ კვლევის შედეგები, ინტერვენციის პროცესი და
საბოლოო დასკვნები წარვადგინე. ვიზუალიზება საჭიროდ ჩავთვალე - კვლევაში
წარმოდგენილმა გრაფიკულმა გამოსახულებებმა პედაგოგებისთვისაც ადვილად აღსაქმელი
გახადა გამოკითხვის შედეგები.
მიმდინარეობისას მსმენელებს
საშუალება ჰქონდათ თანვე დაესვათ კითხვები და დაეზუსტებინათ საკითხები. მოხდა
გამოცდილებების გაზიარება და საუკეთესო გზების შემოთავაზება კოლეგების მიერ.
კვლევის განხილვაში მონაწილეობა მიიღეს სხვა საგნის პედაგოგებმაც, რადგან
აღნიშნული პრობლემა აქტუალურია ყველა საგანში, ასევე სხვა სკოლიდან მოწვეულმა
პედაგოგმა.
ეს იყო არამარტო კვლევის შედეგების
გაზიარება კოლეგებისთვის, არამედ გულახდილი საუბარი წარმოდგენილი კვლევის შესახებ.
კოლეგებს გაუჩნდათ სურვილი საკუთარი პრაქტიკის კვლევა თავადაც განახორციელონ.
თემის არჩევა მათი პრაქტიკის საჭიროებიდან მოხდება.
უკუკავშირი, იყო როგორც დადებითი,
ისე უარყოფითი. კოლეგების დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ მშობელთა ჩართულობის
მიმართულების ამოქმედება სწორედ რომ დროული იყო, გამომდინარე იქიდან, რომ აშკარაა
მშობელთა ინერტულობა და მათი ინდიფერენტული დამოკიდებულება შვილების სწავლის
პროცესში. მათ გამოთქვეს სურვილი, რომ თვითონაც განახორციელებენ
საკუთარ პედაგოგიური პრაქტიკის კვლევას. რამდენიმე მასწავლებელმა აღნიშნა, რომ
მშობლებს, მიუხედავად იმისა, თუ რა ღონისძიებებს გაატარებს სკოლა, არ აინტერესებთ
მასთან კომუნიკაცია და ამ ტიპის აქტივობები შედეგს ნაკლებად გამოიღებს.
ჩემთვის საინტერესო იყო
უკუკავშირი, რომელმაც დამაფიქრა იმაზე, რომ კიდევ უამრავი აქტივობის
მოფიქრება შეიძლება მშობელთა ჩართულობის მაქსიმალური შედეგების მისაღებად. კიდევ
ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ ამ საკითხზე მუშაობა აუცილებელია, ხოლო მეთოდები და
გზები - ამოუწურავი.
პრეზენტაციის დასასრულს მადლობა
გადავუხადე მთელ კათედრას, რომლებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში პასუხისმგებლობით
მოეკიდნენ ჩემ მიერ წამოწყებულ ინიციატივას და ასრულებდნენ მიწოდებულ აქტივობებს
წარდგენილ ვადებში.
სკოლაში, შემიძლია ვთქვა, რომ კარგი
საფუძველია მომზადებული მშობელთა ჩართულობის კუთხით. ურთიერთთანამშრომლობითა და
მასწავლებელთა მონდომების შედეგად შეიძლება მაქსიმალური შედეგების მიღწევა ამ
მიმართულებით, რათა სასწავლო პროცესი გახდეს უფრო ეფექტური და წარმატებული.
სსიპ - ქალაქ ქუთაისის N 22 საჯარო სკოლის
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების უფროსი მასწავლებელი
მთვარისა დეისაძე
Комментариев нет:
Отправить комментарий