კონფერენციები

 

2023 წლის 4 ივლისს სსიპ - ნესტორ გოქაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N 22 საჯარო სკოლაში ჩატარდა მასწავლებელთა სასკოლო კონფერენცია ,,საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკა.“  კონფერენციაში სკოლის შვიდივე კათედრა მონაწილეობდა. მოხსენებები სხვადასხვა საგნის პედაგოგებმა წაიკითხეს. თითოეულმა მომხსენებელმა კოლეგებს საგნის სწავლების სხვადასხვა მეთოდი შესთავაზა.

 კონფერენციის მიზანი იყო:
1)
სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლება;
2)
პედაგოგიური გამოცდილების გაზიარება;
3)
მასწავლებელთა პროფესიული და პედაგოგიურ-პრაქტიკული კვლევის უნარ-ჩვევების განვითარება.
4)
თანამშრომლობაზე დაფუძნებული სწავლებისათვის ხელის შეწყობა

 მოსალოდნელი შედეგები:
1)
მიღებული გამოცდილების საფუძველზე არადისტანციური და დისტანციური სასწავლო პროცესის დაგეგმვა / წარმართვა;
2)
თანამშრომლობის გზით მასწავლებელთა პროფესიული განვითარება;
3)
სწავლა/სწავლების ხარისხის ამაღლება.

 


















სკოლა წარმოგიდგენთ ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორი მასწავლებლის ნინო ელბაქიძისა და ბიოლოგიის მენტორი მასწავლებლის ნათია დარსაძის შრომებს











სკოლის მენტორმა მასწავლებლებმა ნინო ელბაქიძემ და ნათია დარსაძემ მონაწილეობა მიიღეს აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ XI საერთაშორისო სამეცნიერო მეთოდურ კონფერენციაში ,,სწავლა-სწავლებისა და აღზრდის აქტუალური პრობლემები," რომელიც მიეძღვნა აკაკი წერეთლის სახელობის 90 წლის იუბილეს













სსიპ - ნესტორ გოქაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N 22 საჯარო სკოლის მენტორმა მასწავლებლებმა ნათია დარსაძემ და ნინო ელბაქიძემ აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სსიპ-იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის N 2 საჯარო სკოლის მიერ ორგანიზებულ დიმიტრი უზნაძის დაბადებიდან 137 წლისთავისადმი მიძღვნილ რეგიონულ კონფერენციაში ,,თანამედროვე სკოლის გამოწვევები" მიიღეს მონაწილეობა. მათ მიერ გაკეთებულმა პრეზენტაციებმა მოწონება დაიმსახურეს








                                              მოსწავლეთა სასკოლო კონფერენცია 









                              საქართველოს საგანმანათლებლო ტექნოლოგიების მეორე კონფერენცია

          საქართველოს საგანმანათლებლო ტექნოლოგიების მეორე კონფერენცია 2015 წლის  21-23 ნოემბერს თბილისში, სასტუმრო ქორთიართ მარიოტში  ჩატარდა

           საქართველოს საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენცია მიზნად ისახავს ტექნოლოგიების სფეროში მიმდინარე თანამედროვე ტენდენციების, საგანმანათლებლო სექტორში ინტეგრირებისა და განპირობებული ცვლილებების შესახებ დაინტერესებული მხარეების ინფორმირებას, ტექნლოგიების სასწავლო პროცესში გამოყენების საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაცნობასა და გაზიარებას  მასწავლებლებს, ექსპერტებს, უნივერსიტეტის წარმომადგენლებსა და საგანმანათლებლო ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს შორის.          კონფერენციას ჩვენი სკოლის მასწავლებლები ანა კოკოჩაშვილი–ახვლედიანი, თეონა ჭაბუკიანი და ნინო ელბაქიძე ესწრებოდნენ.         



მოსწავლეთა 70–ე სასწავლო–შემოქმედებითი კონფერენცია


      

Комментариев нет:

Отправить комментарий