პრაქტიკული
კვლევის ანგარიში
ამოცანის
პირობის გააზრების პრობლემები და მისი აღმოფხვრის გზები დაწყებით საფეხურზე
ირმა
ღვინიანიძე
სსიპ
ქ. ქუთაისის N 22
საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების უფროსი მასწავლებელი
ქუთაისი, 2019
შესავალი....................................................................................................................4
თავი I
საკვლევი
საკითხის მიმოხილვა ...........................................................................5
1.1. მოკლე
ინფორმაცია სკოლის შესახებ ...........................................................5
1.2. პრობლემა და საკვლევი საკითხი
.................................................................6
1.3. პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები..........................................6
1.4. საკვლევი საკითხის აქტუალურობა..............................................................7
1.5.კვლევის მიზანი..................................................................................................7
1.6. კვლევის ამოცანა................................................................................................8
თავი II
პრაქტიკული
კვლევის არსი....................................................................................9
თავი III
ლიტერატურის
მიმოხილვა...................................................................................10
თავი IV
მეთოდოლოგია
4.1. კვლევის
სამიზნე ჯგუფი........................................................................................................................18
4.2. შერჩევა ...............................................................................................................18
4.3. მონაცემების
შეგროვება....................................................................................19
4.4. კვლევის
მონაწილე მხარეები და მათი პასუხისმგებლობები...................21
4.5. კვლევის
ვადები.................................................................................................22
თავიV
5.1. კვლევის შედეგები...............................................................................................24
5.2. ძირითადი
მიგნებები
........................................................................................................................................27
5.3. ინტერვენციები.....................................................................................................28
5.4. განხორციელებული
ცვლილებები ...................................................................28
თავი VI
ინტერვენციების
შეფასება.........................................................................................31
თავი VII
რეკომენდაციები, თვითკრიტიკა და რისკფაქტორები
7.1. თვითკრიტიკა
და რისკფაქტორები..................................................................33
7.2. რეკომენდაციები...................................................................................................33
დასკვნა..........................................................................................................................35
ბიბლიოგრაფია.............................................................................................................37
დანართი.........................................................................................................................38
რეფლექსია კვლევის შედეგების გაზიარების
შესახებ..................................................................................................................................46
შესავალი
წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს პრაქტიკული კვლევის ანგარიშს. კვლევა ჩატარდა სსიპ ქალაქ ქუთაისის N22 საჯარო
სკოლის
II კლასში,
რომელშიც მონაწილეობა მიიღო 14-მა მოსწავლემ, 14-მა მშობელმა, 12-მა პედაგოგმადა სკოლის დირექტორმა.კვლევის მიზანია
დაწყებით საფეხურზე ამოცანის პირობის გააზრებით გამოწვეული პრობლემების მიზეზების დადგენა და მისი გადაჭრის გზების
მოძიება/განხორციელება, მიღებული შედეგების
შეფასება და რეკომენდაციების გაცემა.
კვლევის ფარგლებში გამოყენებულ იქნა კვლევის როგორც თვისებრივი, ისე -
რაოდენობრივი მეთოდები. გამოკითხვის, ფოკუს ჯგუფების, მოსწავლეთა და მშობლების
შევსებული კითხვარების საფუძველზე შემუშავდა შესაბამისი ინტერვენცია. ინტერვენციების
განხორციელების შედეგად მეორე კლასში მოსწავლეებში იკლო ამოცანის პირობის
გააზრებით წარმოქმნილმა პრობლემებმა, რაც მოსწავლეთა სწავლის ხარისხის ამაღლებაშიც
აისახა.
ნაშრომი შედგება
შვიდი თავისაგან.
I თავში მოცემულია
ინფორმაცია სსიპ ქალაქ ქუთაისის N22 საჯარო სკოლის შესახებ. განხილულია პრობლემა და საკვლევი საკითხი, პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები, კვლევის მიზანი და კვლევის ამოცანები, II თავი ეხება პრაქტიკული კვლევის არსს, III თავი ლიტერატურის მიმოხილვას ეთმობა, IV თავში კვლევის დიზაინია განხილული, V თავი ეხება კვლევის საფუძველზე მიღებულ
შედეგების ანალიზს,
ქმედებების/ინტერვენციების შედეგების შეფასებას, VI თავი მოიცავს რეკომენდაციებს, VII თავში გაკეთებულია დასკვნა.
თავი
I.
საკვლევი
საკითხის მიმოხილვა
1.1.მოკლე ინფორმაცია
სკოლის შესახებ
სსიპ ქალაქ ქუთაისის N 22 საჯარო სკოლაში
187 მოსწავლე და 25 მასწავლებელია. მასწავლებლების 90% სრულ განაკვეთზე მუშაობს.
სკოლაში 2 წამყვანი, 18 უფროსი და 5 პრაქტიკოსი მასწავლებელია. მასწავლებლები
პერიოდულად გადიან ტრენინგებს, მათ აქვთ საშუალება ტექნოლოგიების გამოყენებით
ხარისხიანად წარმართონ სწავლა–სწავლების პროცესი.
1.2.
პრობლემა და საკვლევი საკითხი
მათემატიკის გაკვეთილებზე შევამჩნიე მოსწავლეები ამოცანის პირობას ვერ იაზრებდნენ, სწორედ აქედან
იყო გამოწვეული პრობლემა, რაც ამოცანის
ამოხსნას უშლიდა ხელს. ვაკვირდებოდი, საერთოდ როგორ ხსნიდნენ ბავშვები ამოცანებს. დაკვირვების
შედეგად მივხვდი, რომ ერთმანეთში ერეოდათ მოცემული და საძიებელი მონაცემები.
დაფასთან მუშაობისას, როცა ჩემგან გზის მიცემის, დახმარების
იმედი ჰქონდათ, უფრო კარგად ართმევდნენ თავს დავალებას, მაგრამ დამოუკიდებლად მაინც
შეცდომებს უშვებდნენ. დავიწყე ფიქრი, რაღონისძიებები, რა აქტივობები შეიძლება შემუშავებულიყო, რაც პრობლემას მოაგვარებდა. მივედი
იმ დასკვნამდე, რომ უნდა მომეფიქრებინა რაღაც უფრო თვალსაჩინოდ აღსაქმელი ბავშვებისათვის
და ამოცანის ამოხსნაში შემეტანა დიდაქტიკის ელემენტები. ცნობილია, რომ თამაშით სწავლა
ახალისებთ პატარებს და ვითომდა ,,თამაშით“ საკმაოდ მნიშვნელოვან შემეცნებით ამოცანებს
წყვეტენ.
როგორ გავუღვიძო
ინტერესი ამოცანის პირობის მიმართ? როგორ გავხადო მოსწავლეები მოტივირებულები? პრობლემა რაშია? რატომ
არ აინტერესებთ?
აი, ის კითხვები, რომელთა მოსაგვარებლად გადავწყვიტე მეორეკლასის მოსწავლეებში, მათ მშობლებსა და
მასწავლებლებში განმეხორციელებინაკვლევა.
1.3.
პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები:
✓ ერთ–ერთ სირთულედ შეიძლება განვიხილოთ დროის
ფაქტორი.
მოსწავლეებს
აღარ რჩებათ დრო თამაშისა და დასვენებისათვის. მათი მიზანია, რაც შეიძლება დროულად შეასრულონ დავალება
და აღარ ზრუნავენ მოცემული
პირობის ჩაღმავებაზე;
✓ მოსწავლეებში დაბალ მოტივაციას იწვევს დროის
არასწორად განაწილების ფაქტორი; მოსწავლეებს ურჩევნიათ მეტი დრო ინტერნეტში სოციალურ
ქსელებსა და კომპიუტერულ თამაშებში დახარჯონ;
✓ სწავლის მოტივაციის ამაღლებას ხელს უშლის
საგანმანათლებლო რესურსების სიმწირე;
✓
ინფორმაციისგადამუშავებისდახარისხების, დაჯგუფების, შედარების, მსგავსება-განსხვავების პრობლემები;
✓
წაკითხვისშემდეგ ინფორმაციისაღდგენისპრობლემა;
✓ კათედრაზე გამოცდილების გაზიარების ნაკლებობა.
1.4. საკვლევი საკითხის აქტუალურობა
საკვლევი საკითხის აქტუალურობის დასაბუთება შეიძლება იმით, რომ
მასწავლებლებს უჭირთ მოსწავლეების სასწავლო პროცესით დაინტერესება, მოსწავლეებს
სასწავლო პროცესის მიმართ აქვთ დაბალი მოტივაცია, მოსწავლეებს ჯერ კიდევ არა აქვთ გაცნობიერებული, რომ
არასაკმარისი განათლება მომავალში ხელს შეუშლით.
ვფიქრობ, კვლევა ღირებული უნდა იყოს
ყველა საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლისთვის, ვინც მათემატიკის გაკვეთილებზე მოსწავლეებში ამოცანის პირობის გააზრებით გამოწვეული პრობლემებით
დაინტერესდება.
ამრიგად, ნაშრომი განათლების სისტემაში
დასაქმებულთათვისაა განკუთვნილი. სასურველია, ნაშრომის გაცნობის შემდეგ მკითხველმა
გაანალიზოს საკითხის სიმწვავე, მიაგნოს მათემატიკის გაკვეთილებზე მოსწავლეებში ამოცანის პირობის გააზრებით გამოწვეული პრობლემების
გამომწვევ მიზეზებს, მოიძიოს პრობლემის გადაჭრის ოპტიმალური
გზები, რაც რეალურად გააუმჯობესებს სწავლების ხარისხს.
1.5.
კვლევის მიზანი:
კვლევის მიზანია
გადაიჭრას მათემატიკის გაკვეთილებზე მოსწავლეებში ამოცანის პირობის გააზრებით გამოწვეული პრობლემების
გამომწვევი მიზეზების დადგენა, პრობლემის გადაჭრის ოპტიმალური
გზების მოძიება/განხორციელება, რაც რეალურად გააუმჯობესებს სწავლების ხარისხს.
1.6.
კვლევის ამოცანა.
1. მასწავლებლების, მშობლების, მოსწავლეებისგამოკითხვა.
2. დაკვირვება თითოეული მოსწავლის დავალების
შესრულებაზე, მის ხარისხზე, ყურადღების გამახვილება სწავლასა და თავისუფალი
დროის მიმართ სწორ დამოკიდებულებაზე.
3. ფოკუს
- ჯგუფების
შექმნა და დისკუსიის გზით პრობლემის გადაჭრის გზების ძიება.
4.
მოტივაციური
სავარჯიშოების ფართოდ გამოყენება პრობლემის აღმოსაფხვრელად.
5.
მონაცემების
შეგროვება.
6.
შედეგების
ანალიზი და პრეზენტაცია.
თავი II.
პრაქტიკული
კვლევის არსი
პრაქტიკული კვლევა გულისხმობს თანამშრომლობით კოლექტიურ მიდგომას, მკვლევარებისა და არასპეციალისტების ერთობლივი
ძალისხმევით განხორციელებულ ქმედებას. პრაქტიკულ კვლევაში ჩართული პიროვნებები
ერთ გუნდად ერთიანდებიან,
ერთმანეთს
მოსაზრებებს უზიარებენ,
იღებენ გადაწყვეტილებებს
და სასურველ შედეგსაც აღწევენ.
კვლევაში მონაწილე რესპოდენტთა რაოდენობა:
1. სსიპ ქალაქ ქუთაისის N22 საჯარო სკოლის მეორე კლასის 14 მოსწავლე ( გოგონა – 9, ვაჟი – 9).
2. სსიპ ქალაქ ქუთაისისN 22 საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეთა 14 მშობელი.
3. სსიპ ქალაქ ქუთაისის
N 22 საჯარო სკოლის
12 მასწავლებელი.
4. სსიპ ქალაქ ქუთაისის
N 22 საჯარო სკოლის
დირექტორი.
სულ – 41 რესპოდენტი.
თავი
III
ლიტერატურის
მიმოხილვა
მათემატიკის გაკვეთილებზე მოსწავლეებში ამოცანის პირობის გააზრებით გამოწვეული პრობლემები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის სასწავლო სისტემისთვის ნაცნობია. ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი. არაერთი
კვლევა ჩატარებულა და ლიტერატურა შექმნილა იმის შესახებ, თუ რა სირთულეებთან არის მოსწავლისათვის
ამოცანის პირობის
მიცემა
დაკავშირებული.
ამოცანა სწავლა–სწავლების
ნაწილია, ეს იქნება წერილობითი შესასრულებელი თუ ზეპირად გამოსათვლელი.
განსაკუთრებით ყურადსაღებია სახლში მიცემული დავალება, რადგან
საშინაო დავალება მოსწავლესა და მასწავლებელს
საშუალებას აძლევს, უფრო ახლოს იყვნენ ერთმანეთთან. იგი ასევე აახლოებს ოჯახის წევრებს
ერთმანეთთან, მშობელს ეძლევა საშუალება უფრო მეტად ჩართული იყოს ბავშვის განვითარებაში.
საშინაო დავალების შესრულების დროს მოსწავლეს ეძლევა საშუალება გამოცდილება მიიღოს
და სკოლაში უფრო წარმატებული გახდეს. საშინაო დავალების შესრულება ასევე საუკეთესო
გზაა პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებისთვის, ხოლო მშობელს აძლევს საშუალებას
აკონტროლოს შვილის განათლება და საჭიროების შემთხვევაში დაეხმაროს მას. თუმცა ამ ყველაფრის
დადებითობა სწორად შერჩეულ საშინაო დავალებაზეა დამოკიდებული.
კვლევებით დადგენილია,
რომ საშინაო დავალების შესრულება ყველაზე შედეგიანიაუფროსკლასელებისთვის, განსაკუთრებით
მაშინ, როდესაც ამას კვირაში 5–10 საათს უთმობენ. იმავეს თქმა შეიძლება საბაზისო საფეხურის
მოსწავლეებზეც. ნაკლებად შედეგიანია ის უმცროსკლასელთათვის. (აქ ყურადღება უნდა მიექცეს დავალების მოცულობას,
შინაარსობრივ სირთულეს და ა . შ. )
არისთუარასაშინაო დავალება
ეფექტიანი? ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვნად დადებითი ან უარყოფითი პასუხი არ არსებობს.მკვლევრების აზრით, საშინაო დავალების ეფექტურობა
დამოკიდებულია მოსწავლეების ასაკზე. განსაკუთრებით დაწყებით საფეხურზე ბავშვებს აღარაფრის
დრო აღარ რჩებათ. აუცილებელია მოსწავლემ ზერელედ კი არა, გააზრებულად
შეასრულოს დავალება. განათლების რეფორმის ერთ-ერთი მიზანი მოაზროვნე, აქტიური მკითხველის ჩამოყალიბებაა. ამისთვის ზრუნვა სწავლების ადრეული საფეხურიდანვე უნდა დავიწყოთ. თუ ბავშვს თავიდანვე გავუღვივებთ კითხვის სიყვარულს, ის მას მთელი ცხოვრება გაჰყვება და დაეხმარება საკუთარი თავისა და სამყაროს შეცნობაში.
ცნობილია, რომ კარგი და სწრაფი კითხვა არაა საკმარისი მოსწავლისთვის, მისთვის აუცილებელია სიტყვების მნიშვნელობის ცოდნა, მათი თანმიმდევრულ აზრად გაერთიანება წინადადებების ამოკითხვისას და მათში გადმოცემული შეტყობინების აზრის გაგება და გააზრება.
PIRLS-ის 2016 წელს ჩატარებული კვლევების საფუძველზე საქართველოში ტექსტის წაკითხვა, გააზრება და გაანალიზება უმაღალეს საფეხურზე მოსწავლეთა 2%-ს შეუძლია. უმაღლესი საფეხური გულისხმობს, რომ მოსწავლე გაწაფულია კითხვაში. ყოველგვარი პრობლემის გარეშე შეუძლია როგორც ლიტერატურული, ისე საინფორმაციო ტექსტის წაკითხვა, გაგება,
გააზრება და ანალიზი, საუბარია ასაკთან შესაფერის ტექსტებზე.
მაღალ საფეხურზეა მოსწავლეთა - 22%,
საშუალო საფეხურზე – 36%
დაბალ სააფეხურზე -26%
კრიტიკული ზღვარი 14%
ეს არის ბავშების მასა, რომლებიც მინიმალურ დონეზეც ვერ ახერხებენწაკითხულის გააზრებას.
საინფორმაციო-შემეცნებითი, ამოცანის პირობის, ენციკლოპედიური ტექსტების კითხვა, გაგება და გააზრება თანამედროვე ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესი უნარია. ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, საშუალო სკოლებში ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებით საფეხურზე იწყება. საგნობრივი პროგრამის მიხედვით, დაწყებითი საფეხურის დასრულების შემდეგ მოსწავლეს უნდა შეეძლოს:
- ინფორმაციის გაგება, ანალიზი და შეფასება;
- სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა და გადმოცემა;
- წაკითხული წინადადებებისა და ტექსტის კონსტრუირება;
- სხვადასხვა სახის ტექსტების შეგნებულად და გააზრებულად კითხვა;
- ტექსტებში მოცემული გრამატიკული კონსტრუქციების გამოყოფა და სათანადო ინტერპრეტაციით
წარმოდგენა;
- მისთვის ნაცნობ თემებზე სხვადასხვა ხასიათის ტექსტების გამართულად წერა;
- სხვადასხვა სახის საინფორმაციო ხასიათის ტექსტებში ინფორმაციის
მოძიება და გაგება.
ისმის კითხვა: როგორ მოვიქცეთ? რა მექანიზმები და სტრატეგიები გამოვიყენოთ, რომ ხელი შევუწყოთ მოსწავლეებში საინფორმაციო ტექსტების,
ამოცანის პირობის გაგება-გააზრების ამაღლებას ადრეულ ასაკშივე.
2006-2007 წლებში საქართველომ მიიღო
მონაწილეობა რამდენიმე საერთაშორისო კვლევაში. მათგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო
,,წიგნიერების საერთაშორისო კვლევა(PIRLS) 2006 წ.“ იგი მიზნად
ისახავდა 7-10 წლის ბავშვთა კითხვის უნარის შეფასებას. როგორც კვლევის შედეგებმა
აჩვენა, ქართველმა ბავშვებმა საინფორმაციო ტექსტებთან შედარებით უკეთესად დაძლიეს
მხატვრული ტექსტები. მიუხედავად ამისა, მათ საშუალოზე დაბალი შედეგები აჩვენეს. ამ
კვლევის შედეგების ცოდნა აღძრავს შემდგომი კვლევების მოტივაციას, რადგან, როცა
ზუსტად არის ცნობილი, რა ხარვეზები აქვს სასწავლო პროცესს, გაცილებით ადვილია მათი
აღმოფხვრა.
კითხვის
სწავლების ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი შედეგია ის, რომ კარგი მკითხველი
სწრაფად და ზუსტად იგებს წაკითხულის შინაარსსა და აზრს. წაკითხულის გააზრების
უნარი შეიძლება გაუმჯობესდეს სისტემატიური სწავლებით, რომლის შედეგადაც
მკითხველებს გამოუმუშავდებათ წაკითხულის გააზრების სპეციფიკური სტრატეგიები.
მეცნიერული
კვლევებით დადასტურებულია წაკითხულის გააზრების შემდეგი სტრატეგიები:
1)
გაგების
მონიტორინგი -მოსწავლემ იცის რა გაიგო, რა ვერ
გაიგო და რისი დაზუსტება ჭირდება;(კითხვა ნიშანთა სისტემით)
2)
კითხვებზე პასუხის
გაცემა - მასწავლებლის კითხვები ეხმარება
მოსწავლეს კარგად გაიგოს ტექსტის შინაარსი
3)
კითხვების
ჩამოყალიბება წაკითხული ტექსტის გარშემო -მოსწავლეები სწავლობენ, თუ როგორ უნდა დასვან კითხვები წაკითხულ
მასალაზე
4)
ტექსტის სტრუქტურის
ამოცნობა - მოთხრობის ,,რუკის“
შექმნა,სადაც სქემატურადაა მოცემული მოვლენათა თანმიმდევრობა
5)
შეჯამება - მოსწავლემ
უნდა შეძლოს გამოყოს ტექსტში მთავარი და გადმოსცეს თავისი სიტყვებით.
თ. ბერიშვილი ნაშრომში ,,ტექსტის
გააზრება დაწყებით კლასებში“ განიხილავს იმას, თუ როგორ უჭირთ დაწყებით კლასებში
მოსწავლეებს ამოცანების ამოხსნა და აქვე ამ სიძნელეების გამომწვევ მიზეზებზე
გვესაუბრება.
დაწყებითი სკოლის ამოცანა ეს არის
სურვილი ან ცდა ასწავლოს ბავშვს მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. ამოცანის
ამოხსნის პროცესი შეიძლ;ება დაიყოს ოთხ ნაწილად:
1.
ტექსტის გაგება, ანუ აღწერილი
სიტუაციის აღქმა;
2.
ამ სიტუაციის მათემატიკურ ენაზე
გადატანა, მათემატიკურ ოპერაციებში გამოსახვა;
3.
მიღებული მათემატიკური ამოცანის
გადაწყვეტა;
4.
პასუხის გააზრება, მისი თავდაპირველ
სიტუაციასთან მისადაგება.
მეორე, მესამე და მეოთხე ეტაპები პირდაპირ კავშირსია მათემატიკასთან, ხოლო
პირველი ეტაპი, სიტუაციის გაგება, ქართული ენის გაკვეთილებიდან ისწავლება.
გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ამოცანის გამოყვანის უდიდესი ნაწილი იხარჯება პირველ ეტაპზე
(დაახლოებით 20 წუთი მიაქვს პირველ ეტაპს, როცა დანარჩენი სამ-ხუთ წუთში კეთდება).
საინტერესოა, რატომ იხარჯება ამდენი დრო სწორედ პირველ ეტაპზე?
მკვლევარებმა გამოიკვლიეს, რომ მთელი სიძნელე ტექსტის გაგებაში მდგომარეობს. მოსწავლეს
უჭირს ვერბალური მასალიდან სრული ინფორმაციის მიღება, აღწერილი სიტუაციის
სრულყოფილად წარმოდგენა. თუ აღწერილი სიტუაცია არ შეესაბამება მოსწავლის
გამოცდილებას, მაშინ მისი გაგება არავითარი საშუალებებით არ მოხერხდება. როდესაც
ამოცანაში აღწერილი სიტუაცია ასე თუ ისე ახლოსაა პირად გამოცდილებასთან, ტექსტის
გაუგებრობა შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ მოსწავლე არ არის კარგად
დაუფლებული სიტყვიერი სიმბოლიზაციის საშუალებებს. ბერიშვილი თვლის, თუ
გამოიძებნება სიტუაციის აღწერის სხვა, მოსწავლისთვის უფრო ნაცნობი ხერხი, შეიძლება
გაგების მიღწევა.
ამ ყველაფრის შესამოწმებლად ჩატარებულ
ექსპერიმენტებზე საუბრობს ბერიშვილი, სადაც ცდის პირებად შერჩეული ჰყავს
პირველკლასელების ორმოცკაციანი ჯგუფი. აღებული იყო მარტივი მათემატიკური ამოცანა
და დამზადდა ორი ვარიანტი. პირველ ვარიანტში ეწერა ამოცანა, მეორე ვარიანტში იგივე
ამოცანა ეხატა.
ცდა ტარდებოდა შემდეგნაირად: თითოეულ
მოსწავლეს ეძლეოდა ჯერ პირველი ვარიანტი. გამოირკვა, რომ კითხვა უჭირდათ, ამიტომ
უფროსები უკითხავდნენ და შემდეგ სთხოვდნენ მოეყოლათ.
შემდეგ იმავე მოსწავლეს ეწოდებოდა მეორე
ვარიანტი. იგი უყირებდა სურათებს, უფროსები უყვებოდნენ ამოცანას და შემდეგ
სთხოვდნენ თავადაც მოეყოლათ. მეორე ვარიანტის სემდეგ ყველა გაერკვა ამოცანაში.
ორმოცივემ ზუსტად აღადგინა სიტუაცია.
პირველი ვარიანტის შედეგები ასეთი იყო.
ტექსტის გაგების უნარის მიხედვით ოთხი ჯგუფი გამოიყო:
1.
მოსწავლეები, რომელთაც ზუსტად
აღიდგინეს ყველაფერი, გაიგეს სიტუაცია. ასეთი იყო 12 მოსწავლე.
2.
მოსწავლეები, რომელთაც აღადგინეს
სიტუაცია, მაგრამ არ ახსოვდათ ან ეშლებოდათ რაოდენობები. ასეთი იყო 12 მოსწავლე.
3.
მოსწავლეები, რომელთაც გგაიგამორჩათ
ამოცანის ერთ-ერთი ნაწილი. ასეთი იყო 13 მოსწავლე.
4.
მოსწავლეები, რომელთაც არაფერი არ
ახსოვდათ. ასეთი იყო 3 მოსწავლე.
ცდის
პირები განაწილდნენ სამ თანაბარ ჯგუფად. მოსწავლეთა დაახლოებით ერთმა მესამედმა
სრულად გაიგო სიტუაცია. ერთმა მესამედმა სიტუაცია აღადგინა დეფექტით, ხოლო ბოლო
მესამედმა სიტუაცია მთლიანობაში ვერ დაინახა, აღიქვა მხოლოდ მისი ნაწილი. თუმცა
სურათების ჩვენების სემდეგ ყველამ გაიგო ამოცანა.
1976 წელს ჟურნალ ,,Enfance”-ში აღწერილია სიმონ კუინის ცდა,
რომელიც იკვლევს ბავშვების მიერ სურათების აღქმის უნარს. მოსწავლეებს ეძლეოდათ
სურათების სერია, რომელიც მათ დამოუკიდებლად უნდა დაელაგებინათ ისე, რომ
გამოსულიყო ლოგიკურად გამართული ამბავი.
ნახატების სერია იყო ოთხი. ყოველ მოსწავლეს
რიგრიგობით ეწოდებოდა ოთხივე სერია ზრდადი სირთულის მიხედვით. მოსწავლეებს თვითონ
უნდა მოეძებნათ სურათების სწორი მიმდევრობა და სემდეგ მოეყოლათ ამბავი. პირველი
სერია ოციდან თექვსმეტმა ბავშვმა გააკეთა. ამ შედეგმა დაადასტურა, რომ მოსწავლეებს
სურათებით მიწოდებული სიტუაცია კარგად ესმით. შემდეგი სერიების გაკეთება
მოსწავლეებს სულ უფრო და უფრო გაუჭირდათ. მეორე სერია ოცი ბავშვიდან ათმა გააკეთა,
მესამე - რვამ და მეოთხე, ყველაზე რთული, მხოლოდ შვიდმა. ეს სწორედ იმას
ამტკიცებს, რომ მოსწავლის გამოცდილებას რაღაც საზღვარი აქვს და თუ სიტუაცია არ
შეესაბამება მას, მაშინ მისი გაგებინება აღარც სურათებით არ შეიძლება. ე. ი. ბავშვის გამოცდილებაში უნდა არსებობდეს
შესაბამისი ან მსგავსი რაღაც. ,,გაგების“ პროცესი შეიძლება დავუკავშიროთ
სიმბოლიზაციის პროცესს. თუ არ არსებობს რეალური საგანი, არ იარსებებს მისი
სიმბოლოც. ასევე, თუ არ არის გამოცდილება, სრულიად გაუგებარია რაზეა ლაპარაკი
ნაშრომში საუბარია პიაჟის კლასიკურ
ცდაზეც. ექსპერიმენტატორი იღებდა ორი ერთნაირი სავსე ჭიქიდან ერთ-ერთს და ასხამდა
წყალს უფრო მაღალ წვრილ ჭურჭელში. ბავშვები თვლიდნენ, რომ წყალი მეტი გახდა და
ხსნიდნენ ამას ექსპერიმენტატორის ,,ჯადოქრობით.“ მაგრამ როგორც კი ცდას თავად
ატარებდნენ, ზოგიერთი მათგანი მაშინვე ხვდებოდა რაშიც იყო საქმე, იგებდა
,,შენარჩუნების პრინციპს.“
იგივე ექსპერიმენტი პრაის-უილიამსმა
ჩაატარა ნიგერიაში ტივის ტომის ბავშვებზე. რვა წლის ნიგერიელები მშვენივრად
ხვდებოდნენ რაშიც იყო საქმე, როცა გაცილებით მოზრდილი სენებალელების მხოლოდ
50%-თან მიიღეს იგივე შედეგი. როგორც გაირკვა, ტივის ტომის ბავშვები უფრო აქტიურ
კავშირში იყვნენ ფიზიკურ სამყაროსთან, მათ ასეთი მოქმედებისაკენ ახალისებდნენ
უფროსები და ისინიც თამაშის დროს სხვადასხვა მანიპულაციას ახდენდნენ ქვიშაზე,
წყალზე და ა. შ. ამის გამო მათი გამოცდილებაც უფრო მდიდარი იყო, რაც დაეხმარათ მათ
,,შენარჩუნების პრინციპის“ გაგებაში.
ისმის კითხვა: რატომ არის განსხვავება
ვერბალური მასალისა და სურათების გაგებას შორის? თუ მიწოდებული ამბის მსგავსი
არაფერი არ არსებობს გამოცდილებაში, მაშინ ვერც სიტყვები და ვერც ნახატებისაქმეს
ვერ უშველის. აქ საქმე სიმბოლიზაციის ორ დონესთან გვაქვს. რასაკვირველია, სიტყვები
გაცილებით უფრო რთული სიმბოლოებია, ვიდრე სურათები. სურათები უფრო ახლოსაა რეალურ
სამყაროსთან და, ალბათ ამიტომ შეუძლია ,,გამოიწვიოს,“ ,,ზედაპირზე ამოატივტივოს“
გამოცდილებაში მყოფი უფრო ბუნდოვანი და ზერელე ელემენტები, ვიდრე სიტყვებს.
სიტყვითი სიმბოლიზაცია უფრო რთული პროცესია და
მის სრულად დაუფლებას გარკვეული დრო სჭირდება. ვიგოდსკი ამბობს, რომ ადრეულ ეტაპზე
ბავშვები სიტყვებს იყენებენ არა როგორც საგნების სიმბოლოებს, არამედ, როგორც
საგნების ერთ-ერთ თვისებას და მოჰყავს ასეთი მაგალითი: ბავშვს ჰკითხეს, რა მოხდება
ძროხას მელანი რომ დავარქვათ და მელანს - ძროხა? ბავშვის პასუხი ასეთი იყო: არ
შეიძლება, იმიტომ რომ, ძროხას რქები აქვს, მელანი კი წერს.
ბერიშვილს მიაჩნია, რომ არ შეიძლება
არითმეტიკული ამოცანების მშრალად მიწოდება. მოსწავლე იღლება ფსევდორეალურ, მისთვის
გაუგებარ სიტუაციასთან ჭიდილში და უარესად იყვანს მათემატიკურ ნაწილს.
მოსახერხებელი და სასარგებლო იქნება, თუ სკოლაში გამოიყენებენ შემდეგნაირად
შედგენილ წიგნებს: წიგნი დაიწყება ნახატებით მოყოლილი ამბით, შემდეგ ამ ამბებში
ჩაერთვება ერთი, ორი ფრაზა. ყოველ შემდეგ ამბავთან ერთად წინადადებების რაოდენობა
გაიზრდება, ხოლო ნახატებისა კი დაიკლებს. ამან შეიძლება დააჩქაროს სიმბოლიზაციის
პროცესი.
ამრიგად, სხვადასხვა ლიტერატურისა და სტატიის დამუშავებამ ნათელი გახადა, რომ ამოცანის პირობისა და საინფორმაციო ტექსტის
გაგება-გააზრება მოსწავლეებისათვის რთული პროცესია, ამიტომ უნდა განხორციელდეს სხვადასხვა სტრატეგია მოსწავლეთა საჭიროებებიდან გამომდინარე.
თავი
IV.
კვლევის დიზაინი
მეთოდოლოგია
4.1. კვლევის
სამიზნე ჯგუფი:
1. მეორე კლასის მოსწავლეები.
2. მეორე კლასის მოსწავლეთა მშობლები.
3. მეორე კლასში შემსვლელი პედაგოგები.
4. სკოლის დირექტორი
4.2. შერჩევა
კვლევაში
გამოყებული იქნა შერჩევის ორი ტიპი:
სრული შერჩევა-საკვლევი პრობლემის შესასწავლად დავგეგმე
გამოკითხვის ჩატარება კითხვების საშუალებით, რომელიც განკუთვნილი იყო პედაგოგებისა, მოსწავლეებისა და მათი მშობლებისათვის.
მიზნობრივი
შერჩევა - კვლევის ფარგლებში ეს შერჩევა გამოვიყენე
ინტერვიუს დროს
,რომელიც განვახორციელე
მშობლებთან და კოლეგებთან.
4.3.
მონაცემების შეგროვება
მონაცემთა შეგროვება განხორციელდა შემდეგი მეთოდების გამოყენებით:
გამოკითხვა – აღნიშნულ
მეთოდს მივმართე, რათა პასუხი მიმეღო კითხვებზე: რა ღირებულება აქვს ამოცანის პირობის გააზრებას? რაში ეხმარებათ
მოსწავლეებს
ეს გააზრება?
ანკეტირება – მივმართე
ანკეტირებას. კითხვარები მომზადდა მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისა და მათი მშობლებისათვის,
ასევე კითხვები იყო დახურული, ღია და ანონიმური, რადგან ამ დროს რესპოდენტი არ იზღუდება,
პასუხის გაცემის დროს გულწრფელია და შესაბამისად, მის მიერ გაცემული პასუხები ზუსტი
და სანდოა.
ინტერვიუ –ინტერვიუ
განხორციელდა დირექტორთან, რადგან მას გამოცდილება აქვს ამ კუთხით, წლების მანძილზე
ასწავლიდა დაწყებით კლასებს.
ფოკუსჯგუფები – ამ მეთოდის გამოყენების
შედეგად მიღებული თვისებრივი ინფორმაცია ამდიდრებს რაოდენობრივ შედეგებს. აღსანიშნავია, აგრეთვე ისიც, რომ ფართო გამოკითხვებთან შედარებით ფოკუს-ჯგუფების ჩატარება ნაკლებ დროს მოითხოვს.
ფოკუსირებული დაკვირვება – ეს მეთოდი
გამოვიყენე ეფექტური უკუკავშირის კრიტერიუმებზე დაყრდნობით მოწავლეების შედეგებზე დასაკვირვებლად.
მეორადი მონაცემების ანალიზი – ეს მეთოდი
მეორადი მონაცემების დამუშავებისთვის გამოვიყენე.
ამრიგად, მონაცემთა
შეგროვება განხორციელდა შემდეგი მეთოდების გამოყენებით:
ჩაღრმავებული ინტერვიუ
(დანართიN1) - ჩაღრმავებული ინტერვიუ განხორციელდა დირექტორთან, რამაც საშუალება მოგვცა ინფორმაცია
მოგვეპოვებინა და პასუხი გაგვეცა შემდეგ კითხვებზე:
1.
თავადაც
აწყდებოდა თუ არა ამოცანის პირობის გააზრებით გამოწვეულ პრობლემებს?
2.
როგორ
ახერხებდა ამ პრობლემის მოგვარებას?
3.
როგორია
ჩვენს სკოლაში მასწავლებლების დამოკიდებულება მოსწავლეების მიმართ?
4.
ახერხებენ
თუ არა მასწავლებლები საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას? თუ ვერ ახერხებენ, რა
შემაფერხებელი ფაქტორები შეიძლება არსებობდეს იმისა, რომ საკუთარი შესაძლებლობები
ეფექტურად გამოავლინონ?
5.
ეხმარება
თუ არა დირექტორი მასწავლებლებს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებაში?
6.
გამოხატავენ
თუ არა მასწავლებლები უკმაყოფილებას თანამშრომლობის ნაკლებობაზე?
7.
იმისათვის,
რომ სკოლაში გაუმჯობესდეს თანამშრომლობის კულტურა, რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა
გადაიდგას?
ფოკუსჯგუფი (დანართი N2) - ფოკუსჯგუფის
საშუალებით ჩამოვაყალიბეთ კითხვარი, რომელიც განკუთვნილია ცალკეული კათედრების
წევრებისთვის.
კითხვები კათედრის წევრებს:
1.
აზიარებთ
თუ არა საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას კათედრაზე?
2.
კათედრაზე
განიხილავთ თუ არა პრობლემას თქვენი პედაგოგიური პრაქტიკიდან?
3.
გეხმარებიან
თუ არა კათედრის წევრების პრობლემის აღმოსაფხვრელი გზების ძიებაში?
4.
ამოცანის
პირობის გააზრებით გამოწვეულ პრობლემებს თავად როგორ აგვარებთ?
5.
იღებთ
თუ არა კათედრის წევრებისაგან უკუკავშირს?
6.
განიხილავთ
თუ არა კათედრაზე პროფესიულ ლიტერატურას?
7.
ტრენინგზე
მიღებულ სიახლეს აცნობთ თუ არა კათედრის წევრებს?
ანონიმური ანკეტური
გამოკითხვა დახურული და ღია კითხვების საშუალებით (დანართი N3, N4 და N5) - აღნიშნულ
მეთოდს მივმართე, რათა მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლებისაგან პასუხი
მიმეღო მნიშვნელოვან კითხვებზე.
4. 4. კვლევის მონაწილე მხარეები და მათი
პასუხისმგებლობები
პედაგოგები, დირექტორი, მოსწავლეები, მშობლები.
o კვლევის ინსტრუმენტების შემუშავება
o გამოკითხვა
o გამოკითხვის შედეგების ანალიზი
o ინტერვენციის დაგეგმვა
o ინტერვენციის შედეგების ანალიზი
o ინტერვენციათა ვადების დაცვა
o შედეგების გაცნობა
4.5. კვლევის ვადები
აქტივობა
|
იანვარი
|
თებერვალი
|
მარტი
|
აპრილი
|
პრობლემისშერჩევა
|
✓
|
|||
კვლევისსავარაუდოგეგმისშემუშავება
|
✓
|
|||
ინტერვიუპედაგოგებთანდამოსწავლეებთან
|
✓
|
|||
მეორადიმონაცემებისშეგროვება
|
✓
|
|||
მეორადიმონაცემებისანალიზი
|
✓
|
|||
კითხვარებისშედგენა, დამუშავება
|
✓
|
|||
გამოკითხვა/ანკეტირება
|
✓
|
|||
მიღებულიშედეგებისანალიზი
|
✓
|
|||
სავარაუდოინტერვენციებისგანხილვა
|
✓
|
|||
ინტერვენციისგანხორციელება
|
✓
|
|||
ინტერვენციისშედეგებისანალიზი
|
✓
|
|||
პრეზენტაციასაბუნებისმეტყველოკათედრასთან, შედეგებისგაცნობა
|
✓
|
თავი
V
კვლევის შედეგები
5.1. გამოკითხვის შედეგები და ანალიზი:
მასწავლებელთა გამოკითხვის მიზანი იყო დაგვედგინა, თუ როგორ წარმოუდგენიათ აღნიშნული პრობლემის მოგვარების
გზები.
კოლეგების
82% ფიქრობს, მრავალფეროვანი რესურსების გამოყენების
შემდეგ მიცემული შესასრულებელი დავალება მოსწავლეებს ეხმარებათ შესწავლილი მასალის
უკეთ გაგებასა დ აგანმტკიცებაში, მშობლების 72% ფიქრობს, რომ ამგვარი დავალებების შესრულება საინტერესო
პროცესია,
რაც თეორიული
მასალის პრაქტიკულად განხორციელებას უზრუნველყოფს,
ამით მოსწავლეები
მონიტორინგს უწევენ საკუთარ ცოდნას: რა უჭირთ, როგორ გაიგეს მასალა? შეუძლიათ თუ არა დამოუკიდებლად მუშაობა? რაც მთავარია, მოსწავლეებში იზრდება სწავლისადმი
მოტივაცია.
კითხვების ანალიზის შემდეგ გამოიკვეთა მშობელთა
საინტერესო ტენდენციები.
მშობელთა აზრით, ამოცანის პირობის გააზრება უჭირს
85%-ს. მხოლოდ მოსწავლეთა 15% პროცენტი ახერხებს გააზრებას.
გამოკითხვისშედეგად
მრავალფეროვანი დიდაქტიკური თამაშების გამოყენების შემდეგ დავალებას ხალისით, მონდომებით ასრულებს მოსწავლეთა 70%, იძულებულია ან არ ასრულებს 30%.
გამოკითხვის შედეგად ამოცანის პირობის გააზრებაში
შვილებს ყოველთვის ეხმარება 7 მშობელი, ხშირად -
2, იშვიათად - 4 და არასოდეს - 1 მშობელი.
მოსწავლეთა გამოკითხვის შედეგად მშობლების
დახმარების გარეშე დავალებას საერთოდ ვერ ასრულებს 7 მოსწავლე, მცირეოდენი მითითება
სჭირდება 6 მოსწავლეს, სრულიად დამოუკიდებლად მხოლოდ 1 მოსწავლე ასრულებს.
ფოკუსირებული დაკვირვება
კათედრის სხდომებზე– ეფექტური უკუკავშირის კრიტერიუმებზე დაყრდნობით
დავაკვირდი კათედრის სხდომებს.
მეორადი მონაცემების ანალიზი – კათედრის მუშაობის გასაცნობად
შევაგროვე სხდომის ოქმები, რათა დამედგინა რა საკითხები განიხილებოდა სხდომებზე.
კათედრებზე ფოკუსირებული დაკვირვებისას გამოიკვეთა, რომ მასწავლებლები
ნაკლებად აცნობიერებენ
თუ რა დატვირთვა აქვს სკოლაში თანამშრომლობით პრობლემის გადაწყვეტას.
5.2. ძირითადი მიგნებები
მონაცემთა ანალიზისას გამოიკვეთა რამდენიმე
მნიშვნელოვანი მიგნება:
Ø მასწავლებლებს
თითქმის არა აქვთ აქტივობების ერთად დაგეგმვის პრაქტიკა;
Ø მასწავლებლებს
ბოლომდე არა აქვთ გააზრებული თანამშრომლობის მნიშვნელობა პრობლემის
გადაწყვეტილების დროს;
Ø დროის
ფაქტორი. ხშირად მოსწავლეები დატვირთული არიან დიდი მოცულობის დავალებებით, დაკავებული
არიან ცეკვაში, მუსიკაში, სპორტში და დრო აღარ რჩებათ.
5.3. ინტერვენციები
კვლევის პროცესში ინფორმაციის და მონაცემების
ანალიზის საფუძველზე, შემუშავდა სავარაუდო ინტერვენციის 4 ვარიანტი:
1.
სამუშაო
შეხვედრები თემაზე: ,,პრობლემები პედაგოგიური პრაქტიკიდან“;
2.
მასწავლებლებისთვის
პროფესიული ლიტერატურის გაცნობა;
3.
ამოცანის
ამოხსნაში თვალსაჩინოების (ნახატების, სურათების, სქემების) გამოყენება;
4.
ამოცანის
ამოხსნაში დიდაქტიკის ელემენტების შეტანა;
5.
შეხვედრის განრორციელება მშობლებთან თემაზე: ,,როგორ დავეხმაროთ შვილებს გაგება-გააზრების
გაუმჯობესებაში“
5.4. განხორციელებული ცვლილებები
შეირჩა და განხორციელდა შემდეგი ცვლილებები:
1.
სამუშაო
შეხვედრა თემაზე: ,,პრობლემები პედაგოგიური პრაქტიკიდან“-შეხვედრებზე
პედაგოგებმა დეტალურად ისაუბრეს პრობლემებზე. შეხვედრებზე იყო საუბარი ამოცანის პირობის გააზრებით
გამოწვეულ პრობლემებზეც, ასევე სწორად რესურსებისა შერჩევაზე გამახვილდა ყურადღება,
გაიცა რეკომენდაციები. შეხვედრა სამჯერ შედგა.
2.
მასწავლებლებისთვის
პროფესიული ლიტერატურის გაცნობა კათედრის თავმჯდომარემ აიღო თავის თავზე;
3.
ამოცანის ამოხსნაში
თვალსაჩინოების (ნახატების,
სურათების, სქემების) გამოყენებამ, დიდაქტიკის ელემენტების შეტანამ, თამაშით სწავლებამ გაახალისა პატარები და ,,თამაშით“ მნიშვნელოვანი შემეცნებითი
ამოცანები გადააწყვეტინა. ამ სტრატეგიას დავარქვი ,,ამოცანის ამოხსნა წიგნებით“.
ამ მეთოდის მთვარი არსი იმაში მდგომარეობს, რომ დასაზუსტებელი მონაცემები
დაზუსტების შემდეგ ბავშვებისათვის გახდეს მკაფიო.
თავიდან განხილული ამოცანა ჩემი სტრატეგიით ასე წარიმართა:
II თაროზე -----------8-ით მეტი
რამდენი წიგნი დევს ორივე თაროზე?
მოსწავლეებს ვთხოვე მოეძებნათ ამოცანის
პირობაში ის მონაცემი, რომელიც ზუსტადაა ცნობილი (პირველ თაროზე ---12 წიგნი). შემდეგ
ვიკითხე, რა არ ვიცით ზუსტად, ანუ რაზე გვაქვს მინიშნება? (რამდენი წიგნია
მეორეთაროზე?). დასაზუსტებელი მონაცემის ირგვლივ ვთხოვე მაშინვე დაეხატათ ,,წიგნი“.
რა მოქმედება უნდა შევასრულოთ მის დასაზუსტებლად? (12+8=20) ჩემი მითითებით,
დაზუსტებული პასუხი მაშინვე ჩაწერეს ,,წიგნში“. ახლა უკვე მკაფიოდ, თვალსაჩინოდ
გამოჩნდა, რომ მეორე თაროზე 20 წიგნია. საბოლოოდ ბავშვებმა ადვილად შეასრულეს
მოქმედება ,,12+20“ რადგან ახლა უკვე ამოცანის
პირობაშივე კარგად გამოჩნდა, რომ მეორე თაროზე 20 წიგნია.
გავაგრძელე
მუშაობა ჩემი ახალი სტრატეგიით, თან გადავედი ,,ფოკუსირებულ“ დაკვირვებაზე.
ვაკვირდებოდი, როგორ მსჯელობდნენ და ხსნიდნენ მოსწავლეები ამოცანებს ახალი მეთოდის
გამოყენებით. ბავშვები გაცილებით ადვილად გადიოდნენ შედეგზე.
ამის
შემდეგ დავიწყე ,,შერჩევითი დაკვირვება“. შევადგინე 2 სახის 12 ამოცანა
(ორმიქმედებიანი, სამმოქმედებიანი) და პერიოდულად ვაძლევდი მათ ბავშვებს
დამოუკიდებლად სამუშაოდ.დაკვირვების ბოლო ეტაპზე ჩემი კვლევის მიზანი იყო
დამედგინა, რამდენად კარგად აითვისეს ბავშვებმა ახალი მეთოდი და ,,წიგნში“
ჩაწერილი მონაცემები დაეხმარებოდათ, თუ არა ამოცანის კითხვაზე სწორად პასუხის გაცემაში.
აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ახალმა
სტრატეგიამ გაამართლა.
4.
შეხვედრის განრორციელება მშობლებთან თემაზე: ,,როგორ დავეხმაროთ შვილებს გაგება-გააზრების
გაუმჯობესებაში.“ მშობლებსაც ვესაუბრე ზემოთ მოცემული
მეთოდის შესახებ და ვთხოვე, თავადაც დაკვირვებოდნენ შვილების მუშაობას ამ კუთხით და
საჭიროების შემთხვევაში აღმოეჩინათ დახმარება.
თავი
VI.
ინტერვენციის შეფასება
შეფასების მიზანს წარმოადგენს, გამეგო:
➢ რამდენად ეფექტურია კვლევის მიერ შემუშავებული
პრაქტიკული დავალების მიცემა მოსწავლისათვის.
➢ დაეხმარება თუ არა მოსწავლეს მასალის უკეთ
გაგება-გაანალიზებაში სტრატეგია ,,ამოცანის ამოხსნა
წიგნებით,“ ამგვარად მიცემული ამოცანები დავალების გააზრებულად, ხარისხიანად და ხალისით
შესრულებაში.
პედაგოგთა შორის გამოცდილების გაზიარების კუთხით, მნიშვნელოვანი იყო დაგვედგინა, იქონია თუ არა გავლენა პედაგოგის მუშაობაზე
მათი პრობლემების კოლეგებთან განხილვამ. მასწავლებელთა თქმით, გამოცდილების გაზიარება, გაკვეთილებზე დასწრება და ამ გაკვეთილების
ანალიზი მათ დაეხმარათ საკუთარი იდეების სტრუქტურირებაში. მასწავლებელთა გადასამზადებლად გატარებული
ინტერვენციის შესაფასებლად განვახორციელე ფოკუსირებული დაკვირვება გაკვეთილებზე (თითოეული მასწავლებლის 2–2 გაკვეთილი). აღმოჩდა, რომ მასწავლებლების მიერ გაცემული უკუკავშირი
ამჯერად გაცილებით უფრო ზუსტი და განმავითარებელი იყო, ვიდრე კვლევის მონაცემების შეგროვების ეტაპზე.
მშობლების დამოკიდებულებების დასადგენად
ჩავატარე ფოკუს ჯგუფი მათთან,
სადაც გაირკვა, რომ მშობლებს ამჯერად მეტი ინფორმაცია აქვთ
იმასთან დაკავშირებით,
მათმა შვილებმა
თუ როგორი ხალისითა და მონდომებით შეასრულეს პრაქტიკული სამუშაო.
ჩავატარე ინტერვენცია მშობლებს შორის. ისინი აცხადებენ, რომ ბოლო 3 თვის განმავლობაში მათი შვილებიდან უკმაყოფილებამ, რომ უჭირდათ ამოცანების ამოხსნა საგრძნობლადიკლო.
თავი VII
რეკომენდაციები, თვითკრიტიკა და რისკფაქტორები
7.1. თვითკრიტიკა და რისკფაქტორები
კვლევის პროცესში თავი იჩინა სხვადასხვა პრობლემამ:
მშობლები და მოსწავლეები გულგრილად მოეკიდნენ დარიგებული
კითხვარების შევსებას. მათ დირექციისა და მასწავლებლების საამებლად უფრო შეავსეს კითხვარები,
ვიდრე კვლევისთვის საჭირო რეალური სურათის შესაქმნელად. ამიტომ, ვთვლი, რომ მასწავლებლებისთვის,
მოსწავლეებისა და მშობლებისთვის უფრო კარგად უნდა განმემარტა, თუ რა მიზანს ემსახურებოდა
კითხვარის შევსება.
7.2. რეკომენდაციები
პირველადი კვლევების, ინტერვენციებისა და მეორადი დაკვირვების შედეგად შემუშავდა
შემდეგი სახის რეკომენდაციები:
Ø რეკომენდირებულია, თუ აღნიშნული საკითხის კვლევას თავად
გააგრძელებენ მასწავლებლები, რომ უფრო ნათლად დავინახოთ გარკვეული დროის შემდეგ ეს
ყველაფერი როგორ ასახვას ჰპოვებს სასწავლო პროცესსა და მოსწავლეთა აკადემიურ შედეგებზე;
Ø სკოლის ადმინისტრაციამ ხელი შეუწყოს სკოლის კულტურის
განვითარებას, რაც გულისხმობს მასწავებლების
თანამშრომლობას, პროფესიული ცოდნის გაზიარებას და უკუკავშირის მიცემას
Ø მასწავლებლებმა მოსწავლეებს მისცეს ისეთი დავალებები, რომლის შესრულება მარტივია, არ მოითხოვს დიდ დროს და არ სჭირდება ხარჯები. ამავდროულად დავალება უნდა იყოს სახალისო.
Ø შესასრულებელი დავალების დროს მასწავლებელმა მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს
მოსწავლის პოტენციალი, რათა მიაღწიოს შედეგს. ყოველ ახალ დავალებას მოსწავლე ახალ ნიშნულამდე უნდა აჰყავდეს, აუცილებელია მისი გარეგანი და შინაგანი
მოტივაციის შექმნა, როგორებიცაა: ცნობისმოყვარეობა, თვითრწმენა, თვითრეალიზაციის მოთხოვნილება.
Ø თანამშრომლობა პედაგოგებს შორის
( შემუშავდეს რეგულარული სამუშაო შეხვედრების
გრაფიკი.)
Ø თანამშრომლობა პედაგოგებსა და მშობლებს
შორის
(შემუშავდეს
მასწავლებლებსა და მშობლებს შორის რეგულარული სამუშაო შეხვედრების გრაფიკი
დასკვნა
სკოლაში განხორციელებული კვლევის
მიზანი იყო
მათემატიკის გაკვეთილებზე მოსწავლეებში ამოცანის პირობის გააზრებით გამოწვეული პრობლემების
გამომწვევი მიზეზების დადგენა, პრობლემის გადაჭრის ოპტიმალური
გზების მოძიება/განხორციელება, რაც რეალურად გააუმჯობესებდა სწავლების ხარისხს.
კვლევის
ფარგლებში გამოყენებულ იქნა კვლევის როგორც თვისებრივი, ისე - რაოდენობრივი
მეთოდები. კვლევა მოიცავდა პრობლემის შესწავლის, ინტერვენციების
დაგეგმვა-განხორციელებისა, მეორადი კვლევებისა და დასკვნების, შეფასების ეტაპებს.
შეიძლება ითქვას, რომ პრობლემის
გამომწვევი სავარაუდო მიზეზები შეიძლება ყოფილიყო:
·
დროის ფაქტორი. მოსწავლეებს აღარ რჩებათ დრო თამაშისა და
დასვენებისათვის. მათი მიზანია, რაც შეიძლება დროულად შეასრულონ დავალება და აღარ ზრუნავენ მოცემული პირობის ჩაღმავებაზე;
✓ მოსწავლეებში დაბალ მოტივაციას იწვევს დროის
არასწორად განაწილების ფაქტორი; მოსწავლეებს ურჩევნიათ მეტი დრო ინტერნეტში სოციალურ
ქსელებსა და კომპიუტერულ თამაშებში დახარჯონ;
✓ სწავლის მოტივაციის ამაღლებას ხელს უშლის
საგანმანათლებლო რესურსების სიმწირე;
✓
ინფორმაციისგადამუშავებისდახარისხების, დაჯგუფების, შედარების, მსგავსება-განსხვავების პრობლემები;
✓
წაკითხვისშემდეგ ინფორმაციისაღდგენისპრობლემა;
✓ კათედრაზე გამოცდილების გაზიარების ნაკლებობა.
აღნიშნული პრობლემების
აღმოსაფხვრელად გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები. გატარებული ინტერვენციების შეფასებისას
აღმოჩნდა, რომ მათი უმრავლესობა ეფექტური იყო. ინტერვენციების
განხორციელების შედეგად გამოვლინდა თანამშრომლობითი სწავლა/სწავლების ეფექტურობა და
ინოვაციური მეთოდებისა და ტექნოლოგიების დანერგვით სასწავლო პროცესის გაუმჯობესება, რაც მოსწავლეთა სწავლის ხარისხის
ამაღლებაშიც აისახა. კვლევის
განმავლობაში მიღებულ შედეგებზე და მიგნებებზე დაყრდნობით შემუშავდა
რეკომენდაციები.
კვლევის მიზანს
წარმოადგენდა სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლება. კვლევის შედეგად გამოიკვეთა:
1. დიდაქტიკური თამაშები ხელს უწყობს ბავშვების დაინტერესებას, მშობელთა ჩართულობას სასწავლო პროცესში
და მოსწავლე უკეთ სწავლობს;
2. პედაგოგები თვლიან, რომ ასეთი
დიდაქტიკური თამაშები სასწავლო პროცესს უფრო მრავალფეროვანს, საინტერესოს ხდის, რომელიც ეფექტური საშუალებაა მოსწავლეთა
ცოდნის დონის ასამაღლებლად,
რადგან ის
ხელს უწყობს ესგ-თი გათვალისწინებული სასწავლო მიზნების შესაბამისად შედეგებზე გასვლას;
3. ნახატებით ამოცანის ამოხსნა ხელს უწყობს პირობის
გააზრებას;
4.
მასწავლებლის, მშობლისა და მოსწავლის ურთიერთობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია სასწავლო პროცესის
სრულყოფისა
ბიბლიოგრაფია
1. ბერიშვილი, თ. 1981, ტექსტის გაგება დაწყებით
კლასებში. თბილისი: გამომცემლობა ,,მეცნიერება“, 14-19.
2. ინასარიძე, მაია. 2014, პროფესიული თვითგანვითარება და მისი ბარიერები თბილისი: მასწავლებელი
N5, 35-38.
3. ნოზაძე, გიორგი.
2013. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების თანამედროვე
მოდელები თბილისი:
მასწავლებელი N2, 34-37.
4. რევიშვილი,
ნინო. 2014. მასწავლებელთა პროფესიული კმაყოფილება
და მოტივაცია. თბილისი: მასწავლებელი N5, 8-11.
5. რევიშვილი,
ნინო. 2014. ქვეყნის განათლების სისტემა და
მასწავლებელი. თბილისი: მასწავლებელი N5, 38-41
6. ჯანელიძე,
ანა. 2018. პროფესიული სწავლის თემი - სკოლამდელი
და დაწყებითი განათლების მასწავლებლების უწყვეტი პროფესიული განვითარების ეფექტური
გზა. თბილისი: მასწავლებელი N5, 40-43.
7. ჯალიაშვილი,
მაია. 2014. უწყვეტი მასწავლებლობა - მუდმივი
ძიების გზა. თბილისი: მასწავლებელი N5, 31-34.
8. ჯინჯიხაძე, ჯ. დაწყებით
სკოლაში მათემატიკის სწავლების მეთოდიკა
დანართები:
დანართი N1
ჩაღრმავებული ინტერვიუ დირექტორთან, რამაც საშუალება მოგვცა ინფორმაცია
მოგვეპოვებინა და პასუხი გაგვეცა შემდეგ კითხვებზე:
1.
თავადაც
აწყდებოდა თუ არა ამოცანის პირობის გააზრებით გამოწვეულ პრობლემებს?
2.
როგორ
ახერხებდა ამ პრობლემის მოგვარებას?
3.
როგორია
ჩვენს სკოლაში მასწავლებლების დამოკიდებულება მოსწავლეების მიმართ?
4.
ახერხებენ
თუ არა მასწავლებლები საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას? თუ ვერ ახერხებენ, რა
შემაფერხებელი ფაქტორები შეიძლება არსებობდეს იმისა, რომ საკუთარი შესაძლებლობები
ეფექტურად გამოავლინონ?
5.
ეხმარება
თუ არა დირექტორი მასწავლებლებს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებაში?
6.
გამოხატავენ
თუ არა მასწავლებლები უკმაყოფილებას თანამშრომლობის ნაკლებობაზე?
7.
იმისათვის,
რომ სკოლაში გაუმჯობესდეს თანამშრომლობის კულტურა, რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა
გადაიდგას?
დანართი
N 2
ფოკუსჯგუფის საშუალებით ჩამოვაყალიბეთ კითხვარი, რომელიც
განკუთვნილია ცალკეული კათედრების წევრებისთვის.
კითხვები კათედრის წევრებს:
1.
აზიარებთ
თუ არა საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას კათედრაზე?
2.
კათედრაზე
განიხილავთ თუ არა პრობლემას თქვენი პედაგოგიური პრაქტიკიდან?
3.
გეხმარებიან
თუ არა კათედრის წევრების პრობლემის აღმოსაფხვრელი გზების ძიებაში?
4.
ამოცანის
პირობის გააზრებით გამოწვეულ პრობლემებს თავად როგორ აგვარებთ?
5.
იღებთ
თუ არა კათედრის წევრებისაგან უკუკავშირს?
6.
განიხილავთ
თუ არა კათედრაზე პროფესიულ ლიტერატურას?
7.
ტრენინგზე
მიღებულ სიახლეს აცნობთ თუ არა კათედრის წევრებს?
დანართი
N3
კითხვარი მეორე კლასის მოსწავლეთა მშობლებისათვის
მოგესალმებით!
ვატარებ პრაქტიკულ
კვლევას მოსწავლისათვის მიცემული პრაქტიკული დავალების შეუსრულებლობით გამოწვეული პრობლემების
გასაუმჯობესებლად.
თქვენი, როგორც მშობლის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია
პროექტის წარმატებისათვის.
თქვენგან
მიღებული ინფორმაცია ანონიმურია. არაა სავალდებულო კითხვარზე სახელისა და გვარის მითითება.
- შემოხაზეთ შესაბამისი სქესის სიმბოლო:
o
მდედრობითი
o
მამრობითი
- საჭიროზე მეტ დროს ანდომებს თუ არა თქვენი შვილი
პრაქტიკული დავალების შესრულებას?
o
დიახ
o
არა
- ხალისით ასრულებს თუ არა თქვენი შვილი სამუშაოს?
o
დიახ
o
არა
- სკოლიდან შინ დაბრუნებულმა
შვილმა გითხრათ , რომ დასამზადებელი აქვს მოდელი, როგორ იქცევით ამ დროს?
o ეხმარებით
o ურჩევთსამუშაოდამოუკიდებლადშეასრულოს
o თქვენიმეთვალყურეობისქვეშასრულებს, საჭიროებისშემთხვევაშიეხმარებით
4.
უჭირთ თუ არა ამოცანის პირობის გააზრება?
o არა
o დიახ
5.
ეხმარებით თუ არა პირობის გააზრებაში?
o ყოველთვის
o ხშირად
o იშვიათად
o არასდროს
დანართი N 4
ანკეტა მასწავლებლებისთვის
მოგესალმებით!
ვატარებ პრაქტიკულ კვლევას მოსწავლისათვის
მიცემული პრაქტიკული დავალების შეუსრულებლობით გამოწვეული პრობლემის გასაუმჯობესებლად. თქვენი, როგორც მასწავლებლის მონაწილეობა ძალიან
მნიშვნელოვანია პროექტის წარმატებისათვის. თქვე გან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია.
1. ხალისით იღებენ თუ არა მოსწავლეები თქვენ
მიერ მიცემულ დავალებებს?
1.
დიახ
2.
არა
2. პრაქტიკული სამუშაოს შესრულების დროს აძლევთ
თუ არა მოსწავლეებს დავალების შესასრულებელ ინსტრუქციას?
1.
არასოდეს
ვაძლევ ინსტრუქციას
2.
ყოველთვის
ვაძლევ ინსტრუქციას
3.
ზოგჯერ ვაძლევ
ინსტრუქციას
3. აფასებთ თუ არა პრაქტიკულ დავალებას?
o არასოდეს ვასწორებ
o ყოველთვის ვასწორებ
o ზოგჯერ ვასწორებ
4.
უჭირთ თუ არა მოსწავლეებს პირობის გაგება?
o დიახ
o არა
5.
6. გამოთქვით თქვენი მოსაზრება ამ თემასთან
დაკავშირებით.
(ჩემთვის თქვენი
აზრი მნიშვნელოვანია)
დანართი 5
ანკეტა მეორე კლასის მოსწავლეებისთვის
მოგესალმებით! ვატარებ პრაქტიკულ კვლევას მოსწავლისათვის მიცემული პრაქტიკული დავალების
შეუსრულებლობით გამოწვეული პრობლემის გასაუმჯობესებლად. თქვენი, როგორც მოსწავლის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია
პროექტის წარმატებისათვის. თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია. არაა სავალდებულო კითხვარზე სახელისა და გვარის მითითება.
1. ჩემი დღის რეჟიმს ადგენს?
ა)
ოჯახი ბ)
დედა გ) მე
2. პრაქტიკულად შესასრულებელ დავალებებს...
ა)
ვერ ვასრულებ
მშობლების დახმარების გარეშე
ბ) ვასრულებ სრულიად დამოუკიდებლად
გ) მჭირდება მცირეოდენი მითითებები
4. მშობლები დავალებებს ახლიდან მიხსნიან იმიტომ, რომ...
ა)
მასწავლებელი
ზოგჯერ არ გვაძლევს მკაფიო ინსტრუქციებს
ბ)
ხანდახან
გაკვეთილზე უყურადღებოდ ვარ
გ)
სამუშაო რთულია
და მიჭირს გააზრება
დ)
დავალების
ახლიდან ახსნა არ მჭირდება
5. რამდენად უნდა ჩაერიოს მშობელი ჩემს დავალებებში?
ა)
გადადოს ყველა
საქმე,
დაჯდეს ჩემს
გვერდით და თვალყური ადევნოს ჩემი თვალსაჩინოების მომზადებას .
ბ)
რაც ნაკლებად
ჩაერევა,
მით მეტ დამოუკიდებლობას
მიმაჩვევს.
გ)
უნდა დამეხმაროს
მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.
7.
კითხულობთ თუ არა ამოცანის პირობას გააზრებულად?
o დიახ
o არა
რეფლექსია კვლევის შედეგების გაზიარების
შესახებ
სსიპ - ქ. ქუთაისის N 22 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების უფროსი მასწავლებლის, ირმა ღვინიანიძის მიერ განხორციელდა ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულების საჭიროების კვლევა ,,ამოცანის
პირობის გააზრების პრობლემები და მისი აღმოფხვრის გზები დაწყებით საფეხურზე“
ჩემ
მიერ განხორციელებულმა დაკვირვებამ, გამოკითხვებმა ცხადყო, რომ მოსწავლეებს უჭირთ ამოცანის პირობის
გააზრება, რაც იწვევს ამოცანის ამოუხსნელობას. სწორედ ამან
განაპირობა შერჩეული კვლევის ჩატარება.
დავიწყე ფიქრი იმის შესახებ, თუ რა უნდა მომემოქმედებინა, რომ ეს პრობლემა კლასში მოგვარებულიყო. ამიტომ ჩემთვის, მნიშვნელოვანი
იყო ამ კუთხით კვლევის წარმართვა, რომელიც ორიენტირებული იქნებოდა პრობლემის იდენტიფიცირებასა და მისი
გადაჭრის მცდელობაზე. აქედან გამომდინარე ჩამოყალიბდა კვლევის მთავარი კითხვაც: ,,კლასში რა არის მიზეზი ამოცანის პირობის გაუაზრებლობისა და
რა უნდა გაკეთდეს ამ პრობლემის მოსაგვარებლად?“
ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზების დიაგნოსტირება, მის გადასაჭრელად
ღონისძიებების დასახვა და განხორციელება დავისახე მიზნად.
კვლევის მიზანი იყო მიზეზების დადგენა, შესაბამისი
ინტერვენციების დაგეგმვა, განხორციელება, მიღებული შედეგების შეფასება და რეკომენდაციების
გაცემა.
აღნიშნული
პრობლემების აღმოსაფხვრელად გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები. როგორც კვლევის შედეგებიდან ჩანს,
ჩემი მეთოდით მოსწავლეებმა დამოუკიდებლად მუშაობის დროსაც კი ნაკლები შეცდომები
დაუშვეს.ახალი სტრატეგია კარგად მოერგო ჩემი კლასის მოსწავლეთა შესაძლებლობებს და
ძალიან დაეხმარა მათ შედეგზე გასვლაში. ამ მეთოდის უპირატესობა იმაშია, რომ ბავშვი
მხედველობითი მეხსიერების საშუალებით აფიქსირებს დაზუსტებულ მონაცემს და აღარ
ერევა იგი მინიშნებაში.
გატარებული ინტერვენციების შეფასებისას
აღმოჩნდა, რომ მათი უმრავლესობა ეფექტური იყო. კვლევის
განხორციელების შემდეგ კლასში
ამაღლდა სწავლისადმი მოტივაცია, რაც მოსწავლეთა სწავლის ხარისხის ამაღლებაშიც
აისახა.
კვლევის შემდეგ ჩატარებული მოსწავლეების გამოკითხვის შედეგად დადგინდა,
რომ მათ მოსწონთ ის, რომ უტარდებათ დიდაქტიკური თამაშებით დატვირთული
საინტერესო გაკვეთილები, მოსწონთ და ხალისით ერთვებიან ასეთ გაკვეთილებში და სახლშიც ხალისით
ასრულებენ დავალებებს.
კვლევის შედეგად მიღებული შედეგი დადებითი აღმოჩნდა, ამიტომ
ჩავთვალე, რომ იგი მასწავლებლებისთვის უნდა გამეზიარებინა. კვლევის ანგარიში
აუდიტორიას პრეზენტაციის სახით წარვუდგინე. ყველასათვის ნათელი იყო საკითხის აქტუალობა. ამიტომ
უშაუალოდ კვლევის შედეგებზე, ინტერვენციის პროცესზე, რეკომენდაციებსა და საბოლოო
დასკვნებზე ვისაუბრე. მასწავლებლებისთვის ადვილად აღსაქმელი რომ გამხდარიყო
გამოკითხვის შედეგები, სლაიდებზე დიაგრამებით გამოვსახე. მასწავლებლებმა
დეტალებიის დაზუსტების მიზნით დამისვეს კითხვები, თავადაც გამიზიარეს
გამოცდილებები.
პედაგოგებისაგან მიღებული უკუკავშირი იყო როგორც დადებითი, ისე -
უარყოფითი. რამოდენიმე
მასწავლებელმა გამოთქვა სურვილი, თავადაც განეხორციელებინა
კვლევა. პრეზენტაციის ბოლოს მადლობა გადავუხადე მასწავლებლებს/
სსიპ - ქალაქ ქუთაისის N 22 საჯარო სკოლის
დაწყებითი კლასების უფროსი მასწავლებელი
ირმა ღვინიანიძე
Комментариев нет:
Отправить комментарий