სწავლება

                           

          













                    

                                                            შრომის ნაყოფი               

            ჩვენმა სკოლის მოსწავლეებმა არაერთხელ ასახელეს სკოლა და გაახარეს მასწავლებლები და მშობლები კინგსის, რობინსონის, სმარტის ოლიმპიადებში აქტიური ჩართულობით და სხვადასხვა ხარისხის დიპლომების დამსახურებით. მადლობა ბავშვებს, მათ მშობლებსა და მასწავლებლებს მიღწეული შედეგებისათვის. 






                                        











                                                     ავტოგაკვეთილი   


          ავტოგაკვეთილი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის ნუნუ ქათამაძის ხელმძღვანელობით ჩატარდა მე–11 კლასში. ქალბატონმა ნუნუმ მოსწავლეებს მწვანეყვავილას პანთეონი დაათვალიერებინა, ესაუბრა საზოგადო მოღვაწეებზე, შემდეგ ქალაქის ისტორიული ადგილები, მუზეუმები მოატარა. დღე დაუვიწყარი აღმოჩდა მეთერთმეტეკლასელებისათვის.




                                               აკაკის ცხოვრება და შემოქმედება

           
             ღია გაკვეთილი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის მზია ჩივაძის ხელმძღვანელობით ჩატარდა მე–5 კლასში. ბავშვებმა ისაუბრეს აკაკი წერეთლის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე.



                                 


                                                    ,,კუდაბზიკეთი"


           ქუთაისის N22 საჯარო სკოლის  მე–9 კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ნუნუ ქათამაძის ხელმძღვანელობით  ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე: ვაჟა–ფშაველას ..კუდაბზიკეთი".



        ღია გაკვეთილი ინგლისურ ენაში  თემაზე: ,,ვეცნობით ოჯახის წევრებს"

                                          ,,WELCOME TO FAMILY MEMBERS" 

            14 აპრილს ინგლისური ენის პედაგოგმა თეონა ჭაბუკიანმა გადაწყვიტა მეორეკლასელების წარმოჩენა და ჩაატარა საჩვენელი გაკვეთილი თემაზე "ვეცნობით ოჯახის წევრებს" "WELCOME TO FAMILY MEMBERS" პატარებმა ძალიან კარგად წარმოაჩინეს თავიანთი შესაძლებლობები პედაგოგებისა და მშობლების წინაშე.







                                       ღია გაკვეთილი რუსულ ენაში

          ქუთაისის N22 საჯარო სკოლის  მე–6 კლასში რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ანა კოკოჩაშვილი–ახვლედიანის ხელმძღვანელობით  ჩატარდა ღია გაკვეთილი.







 
 

                            გაკვეთილები სამოქალაქო განათლებაში


        ჩვენ სკოლაში წარმატებით ტარდება სამოქალაქო განათლების გაკვეთილები. ქეთევან ძნელაძე ენერგიას არ იშურებს, რომ ბავშვები აქტიურად იყვნენ ჩართულები საზოგადოებრივ საქმიანობაში, მონაწილეობდნენ პროექტებში. 
      1 დეკემბერს, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ინიციატივით ქართულ ამერიკულ სკოლა ,,პროგრესში’’ სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობის’’ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. 
       ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის დირექტორმა ლიკა კილაძემ სკოლებისა და პედაგოგებისათვის პროგრამით გათვალისწინებულ წამახალისებელ რესურსებზე ისაუბრა. იმერეთის მხარეში სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის კოორდინატორმა ნათია ნამიჭეიშვილმა კი სამოქალაქო განათლების გაკვეთილების მონიტორინგის შედეგებზე გააკეთა პრეზენტაცია.
       ღონისძიების დასასრულს მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით სამოქალაქო განათლების პედაგოგები:
       ქეთევან ძნელაძე, (ქუთაისის 22–ე საჯარო სკოლა)
       მაია ბარბაქაძე, (ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორის საჯარო სკოლა) 

       ირმა პირველაშვილი, (ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ფუთის საჯარო სკოლა) დაჯილდოვდნენ.




Комментариев нет:

Отправить комментарий