პედაგოგიური
პრაქტიკის კვლევის
ანგარიში
სწავლების მესამე საფეხურზე ქართული ენისა და
ლიტერატურის გაკვეთილებზე მოსწავლეთა ჩართულობით გამოწვეული პრობლემები და მისი
გაუმჯობესების გზები
მზია ჩივაძე
სსიპ ქ. ქუთაისის N22 საჯარო სკოლის ქართული
ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი
ქუთაისი, 2019
ს ა რ
ჩ ე ვ ი
შესავალი
თ ა ვ ი I
საკვლევი საკითხის მიმოხილვა,კვლევის მიზნები და ამოცანები
1.1.მოკლე ინფორმაცია N22 საჯარო სკოლის საშუალო საფეხურის შესახებ.
1.2.საკვლევი საკითხი და პრობლემა.
1.3.პრობლემის გამომწვევი მიზეზები
1.4.კვლევის მიზნის ჩამოყალიბება
1.5.კვლევის ამოცანები
თავი II
პრაქტიკული
კვლევის არსი
თავი III
საკითხთან
დაკავშირებული ლიტერატურის მიმოხილვა
თავი IV
კვლევის
დიზაინი
4.1.სამიზნე ჯგუფი
4.2.კვლევისას გამოყენებული მეთოდები
4.3.კვლევის
დადგენილი ვადები
თავი V
კვლევის შედეგები
5.1.მონაცემთა ანალიზი
5.2.კვლევის მიგნებები
5.3.მოსალოდნელი ინტერვენციები
5.4.მიმდინარე
ცვლილებები
თავი VI
რჩევები
რეკომენდაციები,ინტერვენციის შეფასება.
6.1.რჩევები და რეკომენდაციები
6.2.ინტერვენციის შეფასება.
თ ავი VII
დასკვნა-შეჯამება.
გამოყენებული ლიტერატურა
დანართებ
შ ე ს
ა ვ ა ლ ი
ნაშრომი
წარმოადგენს სსიპ ქალაქ ქუთაისის N22 საჯარო სკოლის საშუალო /მესამე საფეხურზე
10-11-12 კლასი/ განხორციელებული პრაქტიკული კვლევის ანგარიშს. მასში განხილულია სწავლების მესამე /საშუალო/საფეხურზე ქართული ენისა
და ლიტერატურის გაკვეთილებზე მოსწავლეთა ჩართულობით
გამოწვეული პრობლემები და მისი გაუმჯობესების გზები.
ნაშრომი შვიდ თავს მოიცავს:
II თავში მოცემულია
ინფორმაცია ქუთაისის N22 საჯარო სკოლის საშუალო/მესამე საფეხურის შესახებ,განხილულია
პრობლემა და საკვლევი საკითხი,პრობლემის გამომწვევი მიზეზები,ჩამოყალიბებულია კვლევის
მიზანი და ამოცანები.
II თავი ეხება
პრაქტიკულI კვლევის არსს.
III თავში-საკითხთან
დაკავშირებით ლიტერატურის მიმოხილვაა.
IV თავში კვლევიზის
დიზაინია-სამიზნე ჯგუფის,გამოყენებული მეთოდებისა და დადგენილი ვადების მითითებით.
V თავი-კვლევის ანალიზს შეეხება,რომელშიაც
შედის მიგნებები,მოულოდნელი ინტერვენციები და მიმდინარე ცვლილებების შედეგები.
VI თავი რეკომენდაციებსა და რჩევებს
მოიცავს.
VII თავში დასკვნაა გაკეთებული.
თავი I
საკვლევი საკითხის მიმოხილვა.
1.1.
ინფორმაცია
22-ე საჯარო სკოლის საშუალო საფეხურის შესახებ
სსიპ ქალაქ ქუთაისის N22 საჯარო სკოლის
10-11-12 კლასებში /საშუალო საფეხური/ სწავლობს 49 მოსწავლე .მათ შორის 21 გოგონა, 28 ვაჟი.
საშუალო საფეხურზე ქართულ ენასა და ლიტერატურას
2 მასწავლებელი ასწავლის. ორივე უფროსი მასწავლებელია. ერთის დატვირთვაა 16 საათია,
მეორესი 15- საათი. ისინი პერიოდულად გადიან ტრენინგებს და სწავლა-სწავლების ხარისხიანად
წარმართვისთვის ეფექტურად იყენებენ ტექნოლოგიებს.
1.2.
პრობლემა და საკვლევი საკითხი.
აღნიშნული კვლევის საფუძველი გახდა სწავლების მესამე
საფეხურზე ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებზე მოსწავლეთა ჩართულობით გამოწვეული
პრობლემები. მე, როგორც 29 წლიანი პრაქტიკის მქონე პედაგოგი, ვამჩნევდი მაღალ კლასებში მოსწავლეთა საგაკვეთილო პროცესში
ინერტულობას, ჩართულობის დაბალ მაჩვენებელს, ანუ საერთოდ უინტერესობას, ყურადღების
გაფანტვას, აღნიშნული საკითხისადმი იგნორირებას. ბევრი ფიქრისა და კოლეგებთან მტკივნეული
საკითხის შეჯერების საფუძველზე ,დავიწყე ფიქრი
იმაზე, თუ რითი იყო ეს პრობლემები გამოწვეული და როგორ მომეძებნა გზები მოსწავლეებში
ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად. ამისათვის კათედრის წევრებს, აღნიშნული საფეხურის მოსწავლეებს
და მათ მშობლებს მივმართე კვლევის განსახორციელებლად.
1.3.
პრობლემის გამომწვევი მიზეზები:
ü
მოსწავლეთა პასიურობა გაკვეთილზე შეიძლება გამოწვეული იყოს საგაკვეთილო
პროცესის ერთფეროვნებით
ü
რუტინული, ე. წ. კითხვა-პასუხის, მოყოლისა თუ ტესტური ფორმით
საკითხის ამოწურვა არ იწვევს მოსწავლეების ინტერესს.
ü
პრობლემას წარმოადგენს მაღალ კლასებში წიგნით დაინტერესება, მოსწავლეებს
ეზარებათ კითხვა, განსაკუთრებით დიდი მოცულობის ტექსტებისა. ტექსტის უცოდონრობა კი
მათი საგაკვეთილო პროცესში ,,ჩაურთველობის „ ერთ-ერთი მიზეზიცაა.
ü
ერთ-ერთი
მთავარი მიზეზად ითვლება დროის უკმარისობა.
მე -11- 12 კლასის მოსწავლეებს დრო არ რჩებათ
დასვენებისთვის. საატესტატო და ეროვნული გამოცდებისთვის მზადება მათ ამ შესაძლებლობებს ართმევს.
ü
საგაკვეთილო პროცესში პერიდულად არ არის ჩართული ინტერნეტ-რესურსები.
1.4.კვლევის მიზანი
კვლევის მიზანია შევისწავლო საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობით გამოწვეული
პრობლემები და გამოვნახო პრობლემის გაუმჯობესებისა
და გადაჭრის ოპტიმალური გზები.
1.5.კვლევის ამოცანები:
v
დაკვირვება
საგაკვეთილო პროცესებზე.
დისკუსიისა და ფოკუს-ჯგუფის შექმნით პრობლემის გადაჭრის
გზების ძიება
v
მოსწავლეთა,მშობელთა
და მასწავლებელთა ანონიმური ანკეტური გამოკითხვა
v
მოსწავლეთა კოდირება და ანალიზი
v
შედეგების
და დასკვნების პრეზენტა
თავი II
პრაქტიკული კვლევის არსი
მოსწავლეთა ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში სწავლა-სწავლების
პროცესის გაუმჯობესების ერთ-ერთი მთავარი ბერკეტია.
ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გამართულ და ეფექტიან მუშაობას.
საკუთარი პრაქტიკიდან გამომდინარე წამოვაყენე
საკვლევი პრობლემა, რომელიც ამ საკითხს შეეხება.
პრაქტიკულ კვლევაში ჩართულ პიროვნებები( მასწავლებლები,
მოსწავლეები, მშობლები) ერთ გუნდად ერთიანდებიან, მოსაზრებებს ერთმანეთს უზიარებენ,
მკვლევარებისა და თეორეტიკოსების გამოცდილებებს ერთმანეთთან აჯერებენ, საბოლოო გადაწყვეტილებებს
იღებენ, რომლის შედეგადაც სასურველ შედეგებს აღწევენ.
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით საშუალო საფეხური განსაზღვრულია მეათე -მეთერთმეტე-მეთორმეტე
კლასის ჩათვლით. აღნიშნული კვლევაც ამ კლასის მოსწავლეებში, მათ მშობლებსა და ამ კლასებში
შემავალ პედაგოგებში განვახორციელე.
კვლევაში მონაწილე რესპოდენტთა რაოდენობა:
1.სსიპ ქალაქ ქუთაისის N22 საჯარო სკოლის
10-11-12 კლასის 49 მოსწავლე(გოგონა 21,ვაჟი 28)
2.სსიპ ქალაქ ქუთაისის N22 საჯარო სკოლის
10-11-12 კლასის მოსწავლეთა 20 მშობელი
3.სსიპ ქალაქ ქუთაისის N 22საჯარო სკოლის
ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის 3 მასწავლებელი.
სულ 72 რესპოდენტი.
თავი III
ლიტერატურის მიმოხილვა
საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა მიზანმიმართული
და თანმიმდევრული
პროცესია, რომელიც სისტემატიურ
ხასიათს ატარებს. ჩართულობის მიზანია გამოავლინოს
მოსწავლის უნარები და შესაძლებლობები, დაეხმაროს მოსწავლეს სწავლის პროცესის წარმართვაში.
დევიდ პერკინსის თეორიის მიხედვით,
ყურადღება უნდა იყოს გამახვილებული არა სასწავლო
საგნის შინაარსზე, არამედ მოსწავლის მიერ შესწავლილი მასალის ღრმა გააზრებაზე, მის
კავშირზე გამოცდილებასთან და სხვა სასწავლო საგნებში მიღებულ ცოდნასთან.
პერკინსის უპირატესი სწავლების მეთოდია:1
საკითხის გარშემო კავშირებისა და მიმართებების დამყარება, რასაც პერკინსი ,,დაკავშირებას“
უწოდებს და 2.პრობლემური სიტუაციის პროცესში მოსწავლის მიერ ამ ცოდნის მიღება. მას
პერკინსი ,,გზის მიყოლას „ უწოდებს.
როგორ მივცეთ მოსწავლეებს პროდუქტიული
ცოდნა ?, საგაკვეთილო პროცესში ჩართულობითა და ინტენსივობით როგორ დავაინტერესოთ იგი
და ავუმაღლოთ სწავლისადმი მოტივაცია, რა გზებს მივმართოთ ამისათვის ?
მასწავლებელმა უნდა უზრუნველყოს ისეთი
სასწავლო სიტუაცია, სადაც მოსწავლეები საკითხზე იფიქრებენ და კიდევ ბევჯერ დაუბრუნდებიან
მას სხვადასხვა სიტუაციაში.
თავი IV
კვლევის დიზაინი
კვლევის სამიზნე ჯგუფი
1.საშუალო საფეხურის (10-11-12) კლასების მოსწავლეები
2.საშუალო საფეხურის მოსწავლეთა მშობლები
3.საშუალო საფეხურის კლასის პედაგოგები.
4.1. .კვლევის მეთოდები
v
გამოკითხვა
- აღნიშნული მეთოდს მივმართე, რათა დამედგინა, თუ რა იყო საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა
ჩართულობის დაბალი მაჩვენებლებით გამოწვეული პრობლემის მიზეზები .
v
ანკეტირება-კითხვარები
მომზადდა საშუალო საფეხურის მოსწავლეებისა და მათი მშობლებისათვის, ასევე ქართული ენისა
და ლიტერატურის კათედრის წევრებისათვის. კითხვარები იყო ანონიმური, რესპოდენტი არ იზღუდებოდა
პასუხების გაცემისას, რაც მის სანდოობასა და გულწრფელობას, ასევე პასუხების სიზუსტეს
ადასტურებდა. კითხვები იყო დახურული.
v
ინტერვიუ-ჩავწერე
რამდენიმე მასწავლებელთან, რათა გამერკვია
აღნიშნული პრობლემის მიზეზები და მათი რჩევების გათვალისწინებით დამესახა გაუმჯობესების
გზები.
v
ფოკუსირებული
დაკვირვება-ეს მეთოდი გამოვიყენე საგაკვეთილო პროცესის დასაკვირვებლად და ეფექტური
კრიტერიუმების დასადგენად.
v
მონაცემთა
ანალიზი-ეს მეთოდი მეორადი მონაცემების დამუშავებისათვის გამოვიყენე
4.2. კვლევის ვადები
აქტივობა
|
ნოემბერი
|
დეკემბერი
|
იანვარი
|
პრობლემის შერჩევა
|
ü
|
||
პრობლემის გეგმის შემუშავება
|
ü
|
||
ინტერვიუ მოსწავლეებთან,მშობლებთან,პედაგოგებთან
|
ü
|
||
მეორადი მონაცემების შეგროვება
|
ü
|
||
მონაცემების ანალიზი
|
ü
|
||
კითხვების შედგენა-დამუშავება
|
ü
|
||
გამოკითხვა/ანკეტირება
|
ü
|
||
გამოკითხვა-ანკეტირების შედეგების ანალიზი
|
ü
|
||
სავარაუდო ინტერვიუების განხილვა
|
ü
|
||
ინტერვენციის შედგების ანალიზი
|
ü
|
||
პრეზენტაცია ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრასთან,შედეგების
გაცნობა
|
ü
|
თავი V
კვლევის
შედეგები
5.1.
მონაცემთა ანალიზი
ანონიმურმა გამოკითხვამ
სკოლის მოსწავლეებთან და მშობლებთან მომცა იმის საშუალება, რომ დამედგინა მოსწავლეთა ჩართულობით გამოწვეული
პრობლემები. ანონიმური გამოკითხვა ჩავატარე მე -10,მე- 11, მე- 12 კლასის მოსწავლეებთან
(თითო კლასიდან 2-2 მოსწავლე, მათი აკადემიური მოსწრების გათვალისწინებით)გამოვკითხე
აღნიშნული კლასების მოსწავლეთა მშობლებიც.
ინტერვიუმ სკოლის პედაგოგებთან საშუალება მომცა გამერკვია
ჩართულობით გამოწვეული პრობლემები.
ფოკუსირებული
დაკვირვება დამეხმარა დავკვირვებოდი აღნიშნული კათედრის კოლეგებს საგაკვეთილო პროცესში,
რაც დახმარებას გამიწევდა ეფექტური უკუკავშირის კრიტერიუმების დასადგენად, რის საფუძველზედაც
შევძელი შემეგროვებინა შემდეგი სახის ინფორმაცია:
Ø
რა იწვევდა
საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის დაბალ მაჩვენებლებს
Ø
რა საშუალებებს
იყენებდნენ საგაკვეთილო პროცესებში პედაგოგები აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად.
Ø
როგორ
ზრუნავდნენ პედაგოგები უფრო საინტერესო და მოსწავლისათვის სახალისო გაეხადათ საგაკვეთილო
პროცესი და დაეძლიათ ის ხარვეზები, რაც ამ კუთხით შეინიშნებოდა.
პედაგოგების
გამოკითხვის მიზანი იყო დამედგინა რა პრობლემებს აწყდებიან ისინი ამ კუთხით და რა მეთოდებს
მიმართავენ მოსწავლეებში აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად. გამოკითხვაში კათედრის
5 პედაგოგი მონაწილეობდა.
მასწავლებელთა მიერ დაწერილი კომენტარების შესწავლისას
აღმოჩნდა, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში
უფრო იმიტომ ერთვებიან, რომ მიიღონ შეფასება-ქულა და არა პიროვნული და შემეცნებითი
უნარების გასაუმჯობესებლად. მოსწავლეთა 85% საგაკვეთილო პროცესისადმი ინერტულია. ესენი
ძირითადად ის ნაკადია, რომელიც წარმოადგენს კლასის ე. წ ,,ბირთვს“.
მოსწავლეებთან
ინტერვიუს ანალიზისას გამოიკვეთა, რომ ისინი საგაკვეთილო პროცესში უმეტესად ქულების
მიღებისათვის ერთვებიან, უფრო ხშირად მათი აქტიურობა მოჩვენებითია, სხვა შემთხვევაში
კი მათ ამისათვის არც განწყობა და სურვილი
არა აქვთ.
გამოკითხვის
შედეგების ანალიზმა აჩვენა, რომ მშობლების უმეტესობა უნდობლობას უცხადებს მასწავლებლებს,
მათი აზრით მიუღებელია უსამართლო და არაობიექტური გარემო. მასწავლებლის საუბრის ტონი
მოსწავლისათვის უკვე იმის საბაბია, რომ არ მოუნდეს სკოლაში სიარული, მით უფრო ნაკლებად
ჩაერთოს საგაკვეთილო პროცესებში.
საერთო ანალიზისას შეინიშნება ტენდენცია, რომ მშობლები
უკმაყოფილონი არიან ისეთი მასწავლებლების, რომლებიც სისტემატიურად ხმას იმაღლებენ,
აგრესიულები არიან ბავშვების მიმართ. ასეთ გაკვეთილებზე მოსწავლეთა ჩართულობის სიხშირე
დაბალია.
გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 10-11-12 კლასის მოსწავლეთა
2-2-მა მშობელმა ან მეურვემ, გამოიკითხა მდედრობითი სქესის 85 %, მამრობითის -15%.
საგაკვეთილო პროცესებში ხალისით ერთვება 17%,უხალისოდ
-83 %.
საგაკვეთილო პროცესისადმი ნდობითაა განწყობილი მშობელთა
82% ,უნდობლობით -18%.
კითხვარები მომზადდა თითოეული მოსწავლის მშობლებისათვის.
მოსწავლეებს კითხვები გავატანე სახლში. მათ ჰქონდათ 2-3 დღე კითხვების შესავსებად და
დასაბრუნებლად .დროის ეს მონაკვეთი მათ შესაძლებლობას აძლევდა სრულიად და ყურადღებით
შეევსოთ კითხვარი. მიმაჩნია, რომ მიღებული კითხვარები ზოგად წარმოდგენას ქმნის მშობლების
დამოკიდებულებისა და მოსაზრების გასაგებად მოსწავლეთა ჩართულობის პრობლემებთან დაკავშირებით.
(დანართი 2 და 3)
ფოკუსირებული
დაკვირვება გაკვეთილებზე-ეფექტური უკუკავშირის კრიტერიუმებზე დაყრდნობით დავაკვირდი
საგაკვეთილო პროცესებს 10 კლასში -3 გაკვეთილს,11
კლასში 3 გაკვეთილს,11 კლასში 2 გაკვეთილს.
მეორადი მონაცემების ანალიზი-ამ ანალიზმა აჩვენა, რომ
მოსწავლეები არ არიან კეთილად განწყობილი რუტინული გაკვეთილებისადმი, კითხვა-პასუხისა
და ტესტირების ფორმით მასალის გამოკითხვა მათთვის უინტერესოა, დიდი მოცულობის ტესტები
კი მათ დროს არ უტოვებს სხვა საგნებისათვის
და ზღუდავს მათი დროის ლიმიტს ე. წ. სხვა სფეროთი მათი დაინტერესებას.
მშობელთა უმრავლესობა უკმაყოფილებას გამოთქვამს პროგრამული
მასალის სიჭარბით, გადატვირთულობით. ასევე მათ უკმაყოფილებას იწვევს გრამატიკული საკითხების
სიმცირე, ენის გაკვეთილების უგულვებელყოფა და ცალკეული გრამატიკული საკითხების სხვადასხვა
კლასებში გაბნეულად, არათანმიმდევრულად, ხოლო
ეროვნულ გამოცდებზე პირიქით, ყველაფრის ერთად მოთხოვნა, რაც მოსწავლეებს აიძულებს მოემზადონ
აღნიშნულ საგნებში, გადაღლილებს კი არ აინტერესებთ საგაკვეთილო პროცესები და ნაკლებად
ჩართულნი ხდებიან მის მსვლელობაში..
5.2 კვლევის
მიგნებები
მონაცემთა ანალიზისას გამოიკვეთა:
Ø
გამოცდილებების გაზიარების ნაკლებობა საშუალო საფეხურის პედაგოგებს
შორის
Ø
რა სიხშირით
იღებენ მოსწავლეები მონაწილეობას საგაკვეთილო პროცესში.
Ø
ქმნის
თუ არა მასწავლებელი,სკოლის ადმინისტრაცია ყველასთვის სასურველ სასკოლო გარემოს.
Ø
როგორია პედაგოგის მიდგომა თითეული მოსწავლის მოტივაციის ამაღლებისათვის.
Ø
რა ზომებს
მიმართავენ მასწავლებლები გაკვეთილის უკეთ წარმართვისა და მოსწავლეთა დაინტერესებისათვის.
5.3 შესაძლო
ინტერვენციები
მონაცემების
ანალიზმა შესაძლებლობა მომცა შემემუშავებინა ინტერვენციის 5ვარიანტი:
v
მასწავლებლებს და მოსწავლეებს შორის კეთილგანწყობილი ურთიერთობის
დამყარება, რაც დაფუძნებული იქნება ურთიერთპატივისცემაზე და ერთმანეთისადმი მოლოდინების
გამართლებაზე
v
მასწავლებლებსა და მშობლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება.
v
დიდი
მოცულობის ტექსტების სირთულეებთან დაკავშირებით
ტექსტის ისე დანაწილებაზე, რომ მოსწავლემ შეძლოს მისი წაკითხვა, გაგება და შესაძლო
კითხვებზე პასუხების გაცემა.
v
ცალკეული საგნის და კათედრის წევრებთან მუშაობა მათ დაეხმარება კოლეგებს გაუზიარონ
ინდვიდუალურად დამუშავებული ლიტერატურიდან მიღებული გადაწყვეტილებები.
v
ყველა გაკვეთილიდან გამონახონ დრო პედაგოგებმა ამა თუ იმ
ტექსტის ანალიზისას გრამატიკული მასალის გასახსენებლად ან ასახსნელად და შეუჯერონ ეს
მასალა ტექსტის ენობრივ თავისებურებებს
5.4.
განხორციელებული ცვლილებები
შერჩევის პრინციპით განვახორციელე შემდეგი ცვლილებები:
1.ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის მასწავლებლებისათვის
რეკომენდაციებისა და ლიტერატურის გაცნობა- პედაგოგები კიდევ ერთხელ გაეცვნენ ეროვნულ
სასწავლო გეგმას
2.მასწავლებელმა უნდა შეძლოს მოსწავლის პროვოცირება
მისი ,,პასიური“ მდგომარეობიდან ,,აქტიურ“ მდგომარეობაში გადასაყვანად, რაც შესაძლებლობას მისცემს მოსწავლეს ჩაერთოს საგაკვეთილო პროცესში
და წარმოაჩინოს თავი.
3.მოსწავლის ჩართულობის გაზრდის თვალსაზრისით საინტერესოა პროექტებით
სწავლება, რაც მოსწავლის შესაძლებლობებს სხვა კუთხით დაგვანახებს.
4.განსაკუთრებით საინტერესოა საშუალო საფეხურზე დიდი
მოცულობის ტექსტის აღსაქმელად ფილმების ჩვენება, რაც მოსწავლეს უადვილებს ტექსტის აღქმას,
დამახსოვრებას და მის საფუძველზე დასკვნების გამოტანას.
5. ასევე სასურველია ნებისმიერი ტექსტის გავლის ჩანაწერების
გაკეთება, რაც უადვილებს მოსწავლეს ტექსტის დამახსოვრებას, პრობლემის ამოცნობას და
ნაწარმოების იდეის გააზრება.
‘
თავი VI.
რეკომენდაციები და ინტერვენციის
შეფასება
6.1 რეკომენდაციები
1.მასწავლებელმა ითანამშრომლოს მოსწავლესთან ან მოსწავლეებთან
ინდივიდუალურად.
2.საჭიროების შემთხვევაში მიუთითოს და სთხოვოს მოსწავლეს
პრობლემატურ საკითხთან დაკავშირებით გამოთქვას შეხედულებები.
3.მასწავლებელმა გულდასმით მოუსმინოს მოსწავლეს, მიიღოს
მისი წინადადებები, გამოთქმული აზრები (მცდარობის შემთხვევაშიც) და საჭიროების შემთხვევაში
მისცეს საჭირო რეკომენდაციები.
4.თანამშრომლობითი,კეთილგანწყობილი,მოლოდინების გამართლების
იმედები მოსწავლის მოტივაციის გაზრდას ხელს შეუწყობს და მისთვის ნებისმიერი გაკვეთილი,
მით უმეტეს ქართულისა, არ გახდება უინტერესო და მოსაბეზრებელი
6.2.ინტერვენციის შეფასება.
შეფასების მიზანს წარმოადგენდა, გამეგო:
Ø
მოსწავლეთა
ჩართულობის დონის დაბალი მაჩვენებლები საგაკვეთილო პროცესში.
Ø
დაეხმარება
თუ არა მოსწავლეს ჩემ მიერ ჩამოთვლილი საკითხები
პრობლემის მოგვარებაში
Ø
იგრძნობენ
თუ არა მოსწავლეები გაკვეთილზე თავს კომფორტულად და სახალისო იქნება თუ არა მათთვის
ნებისმიერი თუ არა ცალკეული გაკვეთილები მაინც.
ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო დამედგინა, როგორი გავლენა
იქონია მათი პრობლემების კოლეგებთან განხილვამ.
მათი თქმით, გაკვეთილების დასწრება და გამოცდილების ურთიერთ- გაზიარება მათ საკუთარი
იდეების სტუქტურირებაში დაეხმარა და მივედი დასკვნამდე- მასწავლებლების მიერ გაცემული
უკუკავშირი უფრო ზუსტი და განმავითარებელი
იყო, ვიდრე კვლევის მონაცემების შეგროვების ეტაპზე.
მოსწავლეთა ჩართულობის გაუმჯობესების თვალსაზრისით ჩატარებულმა გამოკითხვებმა
კი ცხადყვეს, რომ მათ უკეთ შეძლეს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება საგაკვეთილო
პროცესებში, ვიდრე მანამდე იყო.
თავი VII.
დასკვნა
პრაქტიკული კვლევის დასკვნის საფუძველზე შემიძლია ვთქვა,
რომ სწავლების მესამე საფეხურზე ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებზე მოსწავლეთა
ჩართულობით გამოწვეული პრობლემის მიზეზებია:
Ø
მასწავლებელსა
და მოსწავლეებს შორის არაკეთილგანწყობილი გარემო.
Ø
ფოკუსჯგუფის
შედეგებისას გამოიკვეთა მშობლების უნდობლობა მასწავლებლებისადმი.
Ø
სწავლისადმი
არასასურველი სასკოლო გარემო და სიტუაცია
Ø
მოტივაციის
არქონა.
Ø
საკითხისადმი
თანამედროვე მიდგომები და სასწავლო პროცესში მათი ინტენსიური ჩართვა. ერთფეროვანი გარემოს
და სწავლების ფორმის ,,მრავალფეროვნებასა“
და გადახალისებაში გადაყვანა
აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად გადაიდგა გარკვეული
ნაბიჯები და ის სრულყოფას და დახვეწას მოითხოვს.
პრაქტიკული კვლევის დასრულების შემდეგ ქართული ენისა
და ლიტერატურის კათედრის წევრებს გავაცანი ჩემი ნაშრომი პრეზენტაციის ფორმით.
გამოყენებული
ლიტერატურა:
1.
,,სწავლისა
და სწავლების ახალი მიდგომები“
2.
,,ეფექტიანი
სწავლება“. გამოცდილების ეროვნული ცენტრი,. კვლევის ლაბორატორია ი. კუტალაძე 2010 წ.
3.
www.mastsavlebeli.ge
4.
ნ. გოგლიჩიძე, ნ. ჭანტურია,
ნ. ჭინჭარაძე- პრაქტიკის კვლევა დამწყებთათვის .2016 წ
დანართები:
N1-კითხვარი საშუალო საფეხურის
მოსწავლეებისათვის.
მოგესალმებით!
N22 საჯარო სკოლის ქართული ენისა და
ლიტერატურის პედაგოგი მზია ჩივაძე ვატარებ
პრაქტიკულ კვლევას საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გასაუმჯობესებლად.თქვენი,როგორც
მოსწავლის მონაწილეობა მნიშვნელოვანია პროექტის წარმატებისათვის.ინფორმაცია,რომელსაც
თქვენ მომაწოდებთ იქნება ანონიმური.არ იქნება საჭირო კითხვარზე სახელისა და გვარის
მითითება.
1.შემოხაზეთ შესაბამისი სქესის სიმბოლო:
O მდედრობითი
O მამრობითი
2.
რა გიშლით
ხელს იყოთ აქტიური საგაკვეთილო პროცესში? ( შემოხაზეთ ერთ-ერთი ან რამდენიმე)
ა) ნაკლები მოტივაცია
ბ)ფიზიკური ნაკლი (ენაბლუობა)
გ)სიმორცხვე
დ) მასწავლებლისადმი უპატივცემლობა.
3) თქვენ მიერ საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა არის
ნამდვილი,თუ მხოლოდ მოჩვენება მასწავლებელს თავი რომ მოაწონო,დაიმსახურო მაღალი შეფასება
.დიახ
.არა
4)არის თუ არა საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა შენთვის
სასიამოვნო ფაქტი?
.დიახ
.არა
5) გაქვთ თუ არა ყოველთვის განწყობა,რომ საგაკვეთილო
პროცესში მიიღო აქტიური მონაწილეობა
.დიახ
.არა
6)იძლევა თუ არა მასწავლებელი ან საკლასო გარემო ყოველთვის
იმის შესაძლებლობას,რომ აქტიურად იყო ჩართული საგაკვეთილო პროცესში.
.დიახ
.არა
7)რამდენად სწორად მიგაჩნია ყოველთვის იყო აქტიური?
.დიახ
.არა
8)ვინმეს თავის მოწონების მიზნით ხომ არ იღებ მონაწილეობას
დისკუსიაში,გაინტერესებს მისი აზრი შენს აზრს შეაჯერო!
.დიახ
.არა
დანართი 2-ინტერვიუს კითხვარი მესამე საფეხურის მასწავლებლისათვის
1)რამდენად ხშირად ვეხმარებით მოსწავლეებს იმ დილემის
განხილვაში, რასთანაც შეხება აქვთ
2)რამდენად ხშირად ვრთავთ მოსწავლეებს პოლემიკაში
3)რამდენად ხშირად ვთხოვთ მათ საკუთარ ინტერპრეტაციას
სხვის შეხედულებებზე
4) ვეხმარებით თუ არა მოსწავლეებს მოვლენების თუ ღირებულებების
დაკავშირებაში
5)რამდენად ვეხმარებით მოსწავლეებს ღირებულებების გააზრებაში.
6)რამდენად ხშირად ვეხმარებით მოსწავლეებს იმ სირთულეების
დაძლევაში, რასაც ისინი დიდი მოცულობის ტექსტის აღქმისას აწყდებიან და როგორია დახმარების
მიწოდება ?
7) უზიარებენ თუ არა პედაგოგები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებებს
მოსწავლეთა ჩართულობის პროცესში წარმოქმნილი სირთულეების და მათი გადაჭრის გზების შესახებ.
დანართი 3- კითხვარი საშუალო საფეხურის მოსწავლეთა მშობლებისათვის.
მოგესალმებით!
ვატარებ პრაქტიკულ კვლევას მოსწავლეთა საგაკვეთილო პროცესებში
ჩართულობის პრობლემებსა და მისი გაუმჯობესების გზებზე,თქვენი,როგორც მშობლის აზრი და
მონაწილეობა მნიშვნელოვანია პროექტის წარმატებისთვის.თქვენი ინფორმაცია იქნება ანონიმური.კითხვარზე
არ მიუთითოთ თქვენი სახელი და გვარი.
1)
რა შეიძლება
იყოს თქვენი შვილის საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის დაბალი დონის მაჩვენებლის მიზეზი
?
ა) სწავლის დაბალი დონე
ბ)მასწავლებელთა არაპროფესიონალიზმი
გ)მოსწავლეთა ინტერესების დაბალი დონე
დ) არასასურველი სასკოლო გარემო
2)ამყარებთ თუ არა მასწავლებელთან ან დამრიგებელთან
ხშირად ურთიერთობას და იგებთ თუ არა ინფორმაციას თქვენი შვილის აქტიურობის შესახებ?
.დიახ
.არა
3)თქვენთვის მისაღებია თუ არა ქულა ან მასწავლებლის
კომენტარი მოსწავლის აქტიურობის შესახებ?
.დიახ
. არა
4)ამოწმებთ თუ არა თქვენი შვილის მზაობას თქვენთვის
მისაღები საგნისადმი და რამდენად ხშირად ?
ა)ხშირად ბ)ვერ
ვამოწმებ გ) ვენდობი მას
დ)ვერ ვიცლი ამისთვის.
5)როგორ გგონიათ, რა უშლის თქვენ შვილს ხელს საკუთარი
თავის რეალიზებაში.?
ა)არაკონკურენტუნარიანი გარემო
ბ)მოტივაციის არქონა
გ)საგნისადმი უინტერესო დამოკიდებულება
დ)განათლების კანონის ზედმეტად ჰუმანურობა
6)ამჩნევთ თუ არა თქვენ რომელი საგნებისადმი იჩენს ინტერესს
თქვენი შვილი და რა რჩევებს მისცემდით მას ამ კუთხით?
ა)ვამჩნევ
ბ)ვერ ვამჩნევ
ბ)ვურჩევდი მეტი ინტენსივობით და ინტერესით დაეუფლოს
ამ საგანს
გ)ვურჩევდი არჩეული საგნის კომბინირებას იმ საგანთან,რომელთა
დაწყვილება მას შემდგომში პროფესიის არჩევაში
დაეხმარება.
7)რამდენად ხშირად გისაუბრიათ შვილთან იმ მიზეზებზე,რაც
მისი პასიურობის მიზეზია გაკვეთილზე?
.ხშირად მისაუბრია]
.არ მისაუბრია
8)რითი ხსნის თქვენი შვილი გაკვეთილზე ნაკლებჩართულობას
ა)უინტერესობით
ბ)მისთვის გაუგებარია ეს საგანი
გ)მასწავლებლის უპატივცემლობით
დ)სიმორცხვით
კვლევის რეფლექსია
მასწავლებელთა საქმიანობისა და კარიერული
წინსვლისთვის აქტუალურია კვლევა, რომელიც საშუალებას გვაძლევს შევთავაზოთ მოსწავლეებს
გრძელვადიანი სასწავლო საქმიანობა, რომელიც ცხოვრებისეულ საკითხებს ეხება და პრობლემაზეა
ორიენტირებული.
21-ე საუკუნეში მასწავლებელი ბევრი პრობლემის წინაშე
დგას. სწავლებისა და საგნისადმი მოძველებული მიდგომები საგაკვეთილო პროცესებს უინტერესოს
ხდის, რაც დახვეწასა და თანამედროვე ტექნოლოგიებითა და აქტივობებით მოსწავლეთა დაინტერესებას
მოითხოვს.
კვლევას მასწავლებელი საერთო მიზნის გარშემო
გაერთიანებული მოსწავლეების დახმარებით ახორციელებს.
კვლევა ხელს უწყობს მოსწავლეთა შემოქმედებითი და
კომუნიკაციური უნარ-ჩვევების განვითარებას. მას წინასწარ დაგეგმვა და
მატერიალურ-ტექნიკური და დროში გათვლილი
მრავალმხრივი სამუშაო სჭირდება.
კვლევის მიზანს წარმოადგენდა შემესწავლა საშუალო საფეხურზე (10-11-12) კლასებში
საგაკვეთილო პროცესებში მოსწავლეთა
ჩართულობით გამოწვეული პრობლემები და გამომენახა ამ პრობლემების გადასაჭრელი
გზები.-კვლევაში ჩართული იყვნენ მოსწავლეები, მოსწავლეთა მშობლები და კლასში
შემსვლელი პედაგოგები.
მონაცემები შევაგროვე შემდეგი მეთოდების
გამოყენებით:
-გამოკითხვა- ამ მეთოდით უნდა დამედგინა, თუ რა იყო
საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის დაბალი მაჩვენებლებით გამოწვეული
პრობლემის მიზეზები.
-ანკეტირება-კითხვარები მოვამზადე საშუალო
საფეხურის მოსწავლეების, მშობლებისა და ასევე ქართული ენისა და ლიტერატურის
მასწავლებლებისათვის-ანონიმური კითხვარები, რომელიც იყო გულწრფელი და დახურული,
რომელიც დამეხმარებოდა წამოჭრილი საკითხის მოგვარებაში.
-ინტერვიუს-მივმართე პრობლემის მიზეზებისა და
გაუმჯობესების გზების მოძიებაში.
-ფოკუსირებული დაკვირვება-გამოვიყენე საგაკვეთილო
პროცესის დასაკვირვებლად და უკუკავშირის კრიტერიუმების დასადგენად.
-მონაცემთა ანალიზი-გამოვიყენე მეორადი მონაცემების დამუშავებისთვის.
კვლევის დასრულების მასალების პრეზენტაცია გავაცანი
ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის წევრებს.
ჩემი მიერ განხორციელებული კვლევა
მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის შემდეგი მუხლების შესაბამისობაშია: მე -3 მუხლის (ა) ქვეპუნქტი N, რაც მდგომარეობს შემდეგში:
,,მასწავლებელმა იცის, თუ როგორ გამოიყენოს ცოდნა მოსწავლის ცოდნის
ხელშესაწყობად“, მე-4 მუხლის (დ) ქვეპუნქტთან: მასწავლებელმა იცის, როგორ
დაეხმაროს მოსწავლეებს დამოუკიდებლად
აზროვნების უნარ-ჩვევების განვითარებაში:,მე-5 მუხლის (ო) ქვეპუნქტთან:
,,მასწავლებელი პროფესიულად ფლობს სწავლების
ენას:, მე-6 მუხლის (ა) ქვეპუნქტთან: ,,იცის სწავლის მოტივაციის ამაღლების სტრატეგიები და
აანალიზებს მათ შესაძლო შედეგს კონკრეტულ სიტუაციაში.“ მე -6 მუხლის
(ბ)ქვეპუნქტთან ,,იცის, როგორ გაუღვივოს მოსწავლეებს შემეცნებითი ინტერესი და
სწავლის ღირებულებების მიმართ გაცნობიერებული დამოკიდებულება.“ მე -9 მუხლის (ბ)
ქვეპუნქტი.
,,მასწავლებელი ავლენს სწავლების იმ მეთოდების
ცოდნას, რომელიც დაეხმარება ყველა მოსწავლეს
შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოვლენასა და სასწავლო მიზნების მიღწევაში’’.
(გ) პუნქტი-,, მასწავლებელმა იცის, როგორ გამოიყენოს სწავლების პროცესში
სხვადასხვა მეთოდი მოსწავლეებში შემეცნებითი და სოციალური უნარების
გასავითარებლად’’.
სსიპ
ქალაქი ქუთაისის N 22 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერაურის მასწავლებელი მზია
ჩივაძე
Комментариев нет:
Отправить комментарий