პროექტები

                           














































       
  
    




                           სკოლას მშვიდობის კორპუსის მოხალისე ჰყავს


       საქართველოში მშვიდობის კორპუსის მოხალისეთა მეთექვსმეტე ჯგუფმა ფიცი დადო. ელჩმა კელიმ 56 მოხალისის ფიცი მიიღო, ისინი საქართველოს საჯარო სკოლებში ინგლისურ ენას შეასწავლიან და მხარს დაუჭერენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარებას რეგიონებში. საქართველოში მშვიდობის კორპუსი 2001 წლიდან არსებობს და დღემდე ქვეყანაში 650-მა ამერიკელმა იმსახურა. 2016 წლის სექტემბრიდან სკოლაში ჩვენც გვეყოლება მშვიდობის კორპუსის მოხალისე, ამერიკელი ჯასთინ



       ჩვენმა სკოლამ ერთი წლის მანძილზე, პერიოდულად მიმდინარე ეტაპების გადალახვის შემდეგ მოიპოვა უფლება  უმასპინძლოს უცხოელს, რომელიც დაესწრება და ჩაატარებს ინგლისურის გაკვეთილებს სკოლის ინგლისური ენის მასწავლებლებთან ერთად.




                                            პროექტი: ,,ჩემი სკოლის მატიანე"

         აღნიშნული კონკურსი სკოლების მიერ ბლოგების და სასკოლო მუზეუმების შექმნას ითვალისწინებდა. შერჩევაში მონაწილეობა 38-მა საჯარო სკოლამ მიიღო. გამოვლინდა 3 გამარჯვებული. მათ ფულადი ჯილდო და სიგელები გადაეცათ.





                  პროექტი:  ,,მე, რუსთველი ხელობითა, ვიქმ საქმესა ამა დარი" 


          ქუთაისში, "ოქროს ჩარდახში", ა(ა)იპ "ქ.ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების" ფილიალის-მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მიერ გამოცხადებულ ბლოგების კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა. მოსწავლეებს ბლოგები თემაზე: "მე, რუსთველი ხელობითა, ვიქმ საქმესა ამა დარი" უნდა შეექმნათ. ჩვენი გოგონები მეორე ადგილისთვის დიპლომებით დაჯილდოვდნენ!





                        
დაჯილდოება                                 

               
                 პროექტი: ,,ენა ქართველთა", სიმბოლო ,,ყოვლისა საქართველოისა"


              25 მაისს ქუთაისის N22 საჯარო სკოლის (სკოლის დირექტორი ნინო ელბაქიძე) მე–6 კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ნინო ელბაქიძის ხელმძღვანელობით (მუსიკალური გაფორმება მზია პატარიძე) ჩატარდა პროექტი: ,,ენა ქართველთა" სიმბოლო ,,ყოვლისა საქართველოისა," რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა. 
     

                                            პროექტი: ,,ჭადრაკის სამყაროში"

        ქუთაისის N22 საჯარო სკოლის IV კლასის მასწავლებლის, იზა ჯინჭარაძის  ხელმძღვანელობით  ჩატარდა პროექტი: ,,ჭადრაკის სამყაროში."



                  
 IV კლასის მოსწავლეებმა ისაუბრეს ჭადრაკის წარმოშობის შესახებ და ჭადრაკთან დაკავშირებით საინტერესო ისტორიებიც მოგვითხრეს. ბავშვებმა ასევე შექმნეს საინფორმაციო ბუკლეტები. 
     
   
                                     პროექტი: ,,დედაენა" და ზღაპრის გმირები"

                  ქუთაისის N22 საჯარო სკოლის I კლასის მასწავლებლის, თამარ ბარათაშვილის  ხელმძღვანელობით  ჩატარდა პროექტი:  ,,დედაენა" და ზღაპრის გმირები".



                                                       რა? სად? როდის?



            ქუთაისის N22 საჯარო სკოლის მე–7 კლასში (კლასის ხელმძღვანელი ლეილა ლორთქიფანიძე) მოეწყო კვირეული. ჩატარდა ღია გაკვეთილები, შემაჯამებელი წერები, ინტელექტუალური თამაში ,,რა? სად? როდის?" – ხოლო კვირის ბოლო ღონისძიებით დაგვირგვინდა, სითბოთი და სიყვარულით გამსჭვალული საღამო გამოვიდა, საღამო – ყველასთვის დაუვიწყარი და სასიამოვნო!



                                           აქცია: ,,ქრომოსომებს არ ითვლიან!"


       21 მარტს ჩვენი სკოლა გამოეხმაურა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს მცირე საინფორმაციო აქციით, რომელის იდეაც და სურვილიც პირველად გაუჩნდა ჩვენი სკოლის მასწავლებელს მედეა ძნელაძეს. მან მოაწყო ბავშვებისათვის საინფორმაციო ვიდეო პრეზენტაციები, დაამზადა პლაკატები და საინფორმაციო ბუკლეტები, რითაც ხელი შეუწყო ბავშვებში ამ დღის არსის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. ბავშვები კი ამ აქციას ჭრელი წინდებით და ნახატებით შემოუერთდნენ. აქცია საკმაოდ საინტერესო და რაც მთავარია ინფორმაციული აღმოჩნდა ჩვენი მოსწავლეებისათვის, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით ქალბატონ მედეას. 






                       მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსი ,,მხატვარი პანდა"



        ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში ,,მხატვარი პანდა" ქუთაისის N22 საჯარო სკოლის მე–3 კლასის მოსწავლემ ლიზი კვირიკაშვილმა ( პედაგოგი მთვარისა დეისაძე) პირველი ადგილი დაიკავა. ვულოცავთ ლიზის და მის პედაგოგს ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებებს!







                           ახალი წელი ჩვენი სკოლის კედლებში

        2016 წლის მოსვლა მოგვილოცეს ქუთაისის N22 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა. მათ ჯერ ნახატები და ხელნაკეთი ნივთები (პროექტის ხელმძღვანელი მთვარისა დეისაძე) წარმოგვიდგინეს, შემდეგ კი ზეიმით მოგვილოცეს.


            ახალი წლის ღამეს ქუთაისის აეროპორტში ფრენა გადაიდო, მაგრამ ამით მგზავრები არ დაზარალებულან, პირიქით, კარგადაც გაერთვნენ, რადგან დროებით აეროპორტს ქუთაისის N22 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეები (კლასის ხელმძღვანელი ნათია დარსაძე) ,,დაეპატრონენ" და მშვენიერი სანახაობაც წარმოგვიდგინეს.































                                          

                                        პროექტი: ,,გეომეტრიული ფიგურები"



                 სსიპ ქალაქ ქუთაისის N22 საჯარო სკოლის VII და VIII კლასებში მათემატიკის მასწავლებლმა მადონა კოღუაშვილმა განახორციელა პროექტი: ,,გეომეტრიული ფიგურები." პროექტის მიზანი იყო გეომეტრიული ფიგურების ამოცნობა და მათი დასახელება მოსწავლეთა მიერ.(კუბი,პრიზმა,კონუსი,ცილინდრი,ბირთვი,პირამიდა, კუთხეების ამოცნობა).
გეომეტრიული ფიგურების შესწავლა ხელს უწყობს მოსწავლეთა აზროვნების განვითარებას, აზროვნება კი პიროვნების ინტელექტის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.





                                              

                                              პროექტი: ,,გაიფერადე გარემო"


             2015 წლის 13 ნოემბერს სსიპ ქ. ქუთაისის N22 საჯარო სკოლაში სასკოლო პროექტის ( პროექტის ორგანიზატორები: თეონა ჭაბუკიანი, მთვარისა დეისაძე, ნათია დარსაძე) ,,გაიფერადე გარემოს“ პრეზენტაცია მოეწყო. პრეზენტაცია წითელი ლენტის გაჭრით დაიწყო. ლენტის გაჭრის პატივი წილად ხვდა სკოლის დირექტორს, ქალბატონ ნინო ელბაქიძეს. პროექტის ორგანიზატორებმა და პროექტში ჩართულმა მოსწავლეებმა გვესაუბრეს პრეზენტაციაზე წარმოდგენილი მცენარეების შესახებ, ბავშვებმა წარმოგვიდგვინეს ამ თემაზე შესრულებული ნახატები, ნამუშევრები. მანამდე ბავშვები ეწვივნენ უბანში ცნობილ მებაღეს ქალბატონ გიული ქურციკიძეs, რომელმაც ბავშვებს დაათვალიერებინა საკუთარი ხელით შექმნილი ბაღი, ესაუბრა მცენარეებზე. ეს ლამაზი დღე სლაიდებით აწყობილი გვიჩვენეს პროექტის ორგანიზატორებმა. სიგელებით დაჯილდოვდნენ პროექტში აქტიურად ჩართული კლასები და მოსწავლეები. პრეზენტაციას ლექსებისა და ცეკვების გარეშე არ ჩაუვლია.







                  აქცია: ,,18 – 20 სექტემბერი მსოფლიო დასუფთავების დღეა!"


                                                აქცია: ,,სუფთა გარემო!"

Комментариев нет:

Отправить комментарий